ამბროზია უმწვავეს ალერგიას იწვევს – ექიმის რჩევები

ამბროზია უმწვავეს ალერგიას იწვევს - ექიმის რჩევებიზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს ბევ­რი წუხს, რომ აქვს თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, სურ­დო, გახ­ში­რე­ბუ­ლი ცე­მი­ნე­ბა, რასაც ამ­ბრო­ზია (მა­ღა­ლი ალერ­გე­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე) და მისი ყვა­ვი­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.

ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ვე­ნა­ხებ­სა და ნა­თე­სებ­ში, ლი­ან­და­გე­ბის, გზის­პი­რე­ბი­სა და ღო­ბე­ე­ბის გას­წვრივ, მი­ტო­ვე­ბულ და და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლებ­ში.იწვევს ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს (ალერ­გი­უ­ლი რი­ნო­კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, პო­ლი­ნო­ზუ­რი ას­თმა).

ავ­შან­ფოთ­ლი­ა­ნი ამ­ბრო­ზია მი­იჩ­ნე­ვა სა­კა­რან­ტი­ნო სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რედ, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას!

ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ნინო ლო­მი­ძე:

-ამ­ბრო­ზია ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ალერ­გე­ნია. ამ­ბრო­ზია წარ­მოქ­მნის მტვერს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვი მარ­ცვლე­ბის­გან. სწო­რედ ეს მარ­ცვა­ლი შე­იც­ვას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალერ­გი­ულ ცი­ლებს, რო­მე­ლიც ალერ­გი­ას იწ­ვევს. მისი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი­დან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ­ბრო­ზი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის მარ­ცვლე­ბი გა­და­ი­ტა­ნე­ბა ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ მან­ძილ­ზეც გავ­რცელ­დეს. ამით აიხ­სნე­ბა ის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ ამ­ბრო­ზი­ის ალერ­გია იმ გა­რე­მო­ში, რომ­ლე­ბიც მათ უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვე­ში არ იზ­რდე­ბა.

– რა სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა?

– მრავ­ლო­ბი­თი ცე­მი­ნე­ბა, სურ­დო, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სა­სის, ყუ­რის, ცხვი­რის ქა­ვი­ლი, ბრონ­ქოს­პაზ­მის პრო­ვო­ცი­რე­ბაც კი შე­უძ­ლია ამ­ბრო­ზი­ას გა­მო­იწ­ვი­ოს. რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ ვლინ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვა­ლებ­და­დო­ბის დროს, როცა ძა­ლი­ან მზი­ა­ნი დღეა, ხოლო ღამე – შე­და­რე­ბით გრი­ლი. ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ქა­რი­ა­ნი ამინ­დი ცუ­დად მოქ­მე­დებს. ამ დროს ამ­ბრო­ზი­ის მტვე­რი უფრო აგ­რე­სი­უ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ჰა­ერ­ში მისი მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა და ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბიც უფრო მძაფ­რია.

ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ეს მძაფ­რი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, დრო­უ­ლად უნდა მი­ვიდ­ნენ ალერ­გო­ლოგ­თან იმის­თვის, რომ მი­ი­ღონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. აქვე იმა­საც ვი­ტყვი, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე ყვა­ვის სხვა სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე­ე­ბი, ავ­შა­ნი და ნა­ცარ­ქა­თა­მა, რო­მელ­საც ასე­ვე შე­უძ­ლია ძლი­ე­რი ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა.

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შარ­შან უკვე ჰქონ­დათ ალერ­გია და უკვე იცი­ან, რომ ამ დროს ეწყე­ბათ სიმპტო­მე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვდნენ სე­ზონს. ამ­ბრო­ზი­ის მი­მართ ალერ­გი­ის დროს სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტი ალერ­გო­ლოგ­თან მი­ვი­დეს ამ­ბრო­ზი­ის ყვა­ვი­ლო­ბამ­დე 10-14 დღით ადრე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რად­გან თუ მკურ­ნა­ლო­ბა ამ­ბრო­ზი­ის ყვა­ვი­ლო­ბამ­დე და­ი­წყო, ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­ივ­ლის ალერ­გი­ულ სე­ზონს.

პრე­ვენ­ცი­ა

მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბის დროს სა­სურ­ვე­ლია ფან­ჯრე­ბი აწი­ოს და ჩარ­თოს კონ­დე­ცი­ო­ნე­რი
როცა მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლია (დი­ლის 10 სა­ა­თი­დან შუ­ა­დღის 3-სა­ა­თამ­დე) მო­ე­რი­დოს გა­რეთ გას­ვლას. ეს გაფრ­თხი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ვარ­ჯი­ში უყ­ვარს, ამ დროს ადა­მი­ა­ნი მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ჰა­ერს ჩა­ი­სუნ­თქავს
გა­რეთ გას­ვლას ქა­რი­ან ამინ­დშიც უნდა მო­ვე­რი­დოთ, ტან­საც­მლის გა­რეთ გაშ­რო­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი, რათა ქა­რი­ა­ნი ამინ­დში ტან­საც­მელ­ზე არ მოხ­დეს მტვრის დაგ­რო­ვე­ბა და ჩაც­მის დროს სიმპტო­მე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა.
რო­დე­საც სახ­ლში დავ­ბრუნ­დე­ბით, სა­ხე­ზე, ხე­ლებ­ზე და­ლე­ქი­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი მტვერი ჩა­მო­ვი­რე­ცხოთ

ამბები.ჯი