ჭდე: პატრიარქი

,,პატრიარქმა თავისი ჯემპრი მაჩუქა, არ შეგცივდესო” – რას იხსენებს პეტრე კოლხი უწმინდესზე

,,პატრიარქმა თავისი ჯემპრი მაჩუქა, არ შეგცივდესო” - რას იხსენებს პეტრე კოლხი უწმინდესზე

მამა პეტრე კოლხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს: ,,უწმინდესთან ხშირად მსურდა შეხვედრა, მაგრამ ბევრი იყო ჩემნაირი. მისი ინიციატივით რამდენჯერმე შევხვდი… ხანმოკლე შეხვედრებით ბედნიერი, საჩუქრებით სავსე ვბრუნდებოდი შინ… ერთ-ერთ შეხვედრაზე წმინდა ნიკოლოზის ხატი მისახსოვრა… განსაცდელის ჟამს გულში ვიკრავ და ძალას ვგრძნობ… ყველაზე მეტად კი ის მაბედნიერებდა, სიყვარულით, ადამიანობით, მიტევებით გამორჩეულ პატრიარქს რომ ვხვდებოდი… ერთხელ […]

,,მალე ილია მეორე გადადგება, ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს” – არჩილ გამზარდია

,,მალე ილია მეორე გადადგება, ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს” - არჩილ გამზარდია

,,პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება. ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს“, – განუცხადა 2020ნიუს.ჯი-ს ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ. -პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება. რადგან მეუფე იაკობი იყო უკანასკნელი მოჰიკანი და უკანასკნელი საყრდენი პატრიარქის. ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს, – აცხადებს გამზადრია. შეგახსენებთ, სკანდალური ინტერვიუსა და ორდღიანი საპატრიარქოს სკანდალის შემდეგ, […]

ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე პატრიარქმა დალოცა

ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე პატრიარქმა დალოცა

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მეორემ ჯვრის­წე­რის წინ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მეუღლე ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე და­ლო­ცა. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი და გუ­და­ვა­ძე­ე­ბი უწ­მინ­დესს საპატრიარქოში ესტიმრნენ. ,,ამ ფო­ტო­ე­ბით მინ­და, გა­გი­ზი­ა­როთ ის წრფე­ლი გრძნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გან­ვი­ცა­დეთ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის და­ლოც­ვის დროს ჩემი და ნა­ნუ­კას ჯვრის­წე­რის წინ”, – დაწერა ბერამ სოციალურ ქსელში და ფო­ტო­ე­ბი გამოაქვეყნა.

ილია მეორე ომზე: ,,ვნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები”

ილია მეორე: ,,ნარკოტიკების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ჩავიდა. იმ მძიმე დღეებში სასულიერო პირებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ცხედრები გადმოესვენებინათ საქართველოს თავისი დაღუპულები დაეტირა. უწმინდესი ომს ასე იხსენებს: -ეს იყო მძიმე დღეები საქართველოსთვის და მე მაინც გადავწყვიტე, წავსულიყავი, ვნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას […]

პატრიარქი სამებაში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

პატრიარქი სამებაში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს. როგორც წირვაზე მყოფი თვითმხილველი აცხადებს, ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო. მისი უწმიდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამჟამად ცნობილი არ არის.

ილია მეორე ნარკოტიკებზე: ,,ეს არის სისხლიანი პური, საშინელი ცოდვა”

ილია მეორე ნარკოტიკებზე: ,,ეს არის სისხლიანი პური, საშინელი ცოდვა"

საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მკაცრი პოზიცია აქვს ნარკოტიკებზე. უწმინდესის თქმით: -ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლიანი პური… ეს არის საშინელი ცოდვა და ეს ცოდვა ედება არა მარტო მათ, ვინც ამას აკეთებს, არამედ მათ შვილებსა და მთელ ოჯახს.

ილია II-მ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა – ”ნათელში იყოს არჩილის სული, მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები”

ილია II-მ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა – ”ნათელში იყოს არჩილის სული, მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში პანაშვიდის დასრულების შემდეგ მცირე განცხადება გააკეთა. – ნათელში იყოს არჩილის სული. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები, – განაცხადა უწმინდესმა.