ჭდე: მკვლელობა

,,ბექა, შვილო, თოფი გესროლა-მეთქი…” – კახეთში 85 წლის კაცი 35 წლის მაშველის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

,,ბექა, შვილო, თოფი გესროლა-მეთქი..." - კახეთში 85 წლის კაცი 35 წლის მაშველის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

კახეთში, სოფელ ვეჯინში მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი მოკლეს. ბრალდებული თანასოფლელი, 85 წლის  მამაკაცი, კოლა გაბიტაშვილია. ის მალევე დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. კოლა გაბიტაშვილი ბექა ჯანიაშვილს ხშირად ემუქრებოდა მოვკვლით. დაპირისპირების მიზეზი მიწის პატარა მონაკვეთი გახდა. ორივე მამაკაცს ვეჯინში ერთსა და იმავე ადგილას ჰქონდათ მიწის ნაკვეთები. ბექა ჯანიაშვილი კუთვნილ საწყობში ხშირად […]

სისხლიანი გარჩევა ვერაზე – მოკლულია მამაკაცი

სისხლიანი გარჩევა ვერაზე - მოკლულია მამაკაცი

თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ორი მამაკაცი კი დაჭრილია – ,,პირველის” ინფორმაციით, ბიზნესმენი, სამი კომპანიის მფლობელი ვიქტორ მარგველაშვილი და გამვლელი, რომელსაც გარჩევასთან შეხება არ ჰქონია და, სავარაუდოდ, ტურისტია). ამ წუთებში მთელი გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტილია და ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. […]

სავარაუდოდ, თავდამსხმელები ქართველები არიან – მკვლელობა ბრუკლინში

სავარაუდოდ, თავდამსხმელები ქართველები არიან - მკვლელობა ბრუკლინში

ამერიკაში, ბრუკლინში მკვლელობა მოხდა. საქართველოს მოქალაქე, 45 წლამდე მამაკაცია მოკლულია, 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე კი _ დაჭრილი.  გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბანკომატიდან ფული გამოიტანეს. მამაკაცებს აედევნა დაახლოებით სამი მამაკაცი (როგორც ყვებიან, ისინიც ქართველები არიან), მათ ფულის წართმევა მოინდომეს, მოხდა  ფიზიკური დაპირისპირება. თავდამსხმელებმა იარაღი ისროლეს. 45 წლამდე მამაკაცს მუცელში ორი ტყვია მოხვდა. კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი […]

,,ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, კიდევ რამდენ ოჯახს გაამწარებს”

,,ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, კიდევ რამდენ ოჯახს გაამწარებს"

კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. პოლიციამ 5 დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში დააპატიმრა. გარდაცვლილთა ახლობლები დამნაშავის უმკაცრესი ზომით დასჯას მოითხოვენ. -ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, რომ გამოვა კიდევ რომელ ოჯახს გაამწარებს. აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, –  ამბობს გარდაცვლილის ნათესავი ,,რუსთავი 2″-თან. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ კონდოლში მოხდა.

,,დედა საშველად მირეკავდა, 50 მეტრზეა გახოხებული” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

,,დედა საშველად მირეკავდა, 50 მეტრზეა გახოხებული'' - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

კახეთში, სო­ფელ კონ­დოლ­ში მომხდარ სასტიკ მკვლელობას კიდევ უფრო საზარელს ხდის დეტალები, რომლებზეც ამბები.ჯი-სთან მოკლული ცოლ-ქმ­რის, გი­ორ­გი ჯი­ბი­აშ­ვი­ლისა და მაკა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის შვილი, გიგა ყვება. როგორც ამბობს, მკვლელი მის მშობლებს ოჯახში ჰყავდათ შეფარებული და პატრონობდნენ, რადგან მათ თავს აცოდებდა და ამბობდა, რომ ობოლი იყო და ერთი და ჰყავდა, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული. -ჩემი მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ენ­დო­ბოდ­ნენ, სა­მი­ვე […]

,,ძმამ თავისი და საჯაროდ მოკლა, ხმლით აქნეს სოფელში” – თამარ დადიანი

,,ძმამ თავისი და საჯაროდ მოკლა, ხმლით აქნეს სოფელში" - თამარ დადიანი

ქალთა უფლებების დამცველი თამარ დადიანი მესტიაში მომხდარ საზარელ  დანაშაულს იხსენებს. ,,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა სვანეთში იყო. არასოდეს დამავიწყდება 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი  შემზარავი ამბავი. გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული. გოგონას სხვა უყვარდა და როგორც […]

,,რამხელა ტკივილი ხარ, ღმერთო, ვერაგულად ზურგში ჩაგარტყეს დანა…” – დიდ დიღომში 19 წლის ბიჭი მოკლეს

,,რამხელა ტკივილი ხარ, ღმერთო, ვერაგულად ზურგში ჩაგარტყეს დანა…” - დიდ დიღომში 19 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისში, დიდ დიღომში  19 წლის შოთა ქულუსაშვილი ზურგის არეში დაჭრეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ინგოროყვას კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო. ,,რამხელა ტკივილი ხარ, ღმერთო, ვერაგულად ზურგში ჩაგარტყეს დანა…” – წერს 19 წლის შოთა ქულუსაშვილის ახლობელი. ამბავი კლუბი

,,სისხლის გუბეები იყო ყველგან, ცხოველებივით ჰყავდა დაკლული” – მკვლელობა მცხეთაში

,,სისხლის გუბეები იყო ყველგან, ცხოველებივით ჰყავდა დაკლული" - მკვლელობა მცხეთაში

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში საზარელი მკვლელობა 8 oვლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა 52 წლის მამა და 75 წლის პაპა დანით დახოცა. ოჯახის ორი წევრის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი  სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 10 დღის გამოსული იყო. ის ქალის მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მოკლულების მეზობლები ყვებიან, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა ოკინაშვილმა ოჯახის წევრები […]

“ელისო ჩეჩელაშვილი ჩემი ქმრის სიყვარულში გამომიტყდა, მე დანა მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და შველას ითხოვდა” – რას ამბობს 45 წლის ბრალდებული

"ელისო ჩეჩელაშვილი ჩემი ქმრის სიყვარულში გამომიტყდა, მე დანა მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და შველას ითხოვდა" - რას ამბობს 45 წლის ბრალდებული

ცნობილი ხდება დაკავებული ქალის ჩვენება, რომელმაც ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენებას „მთავარი არხი“ აქვეყნებს. „მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველას, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს. მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე ბინის კარები […]

,,ცოლი კიოდა, ჩქარა, სასწრაფო გამოიძახეთო” – მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა და მერე თავი მოიკლა – რას ყვებიან გურიაში

,,ცოლი კიოდა, ჩქარა, სასწრაფო გამოიძახეთო" - მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა და მერე თავი მოიკლა - რას ყვებიან გურიაში

9 მაისს ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, შემდეგ სახლში შევიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლების თქმით, კატეგორიულად უარყოფენ, გურამ კუკულავასა და მოკლულ თემურ ფოფხაძეს შორის ჩხუბი არასოდეს მომხდარა. მათ სახლებს ერთი ღობე ჰყოფთ და თანაკლასელები იყვნენ. _ მიჭირს იმის დაჯერება რომ გურამ კუკულავამ თემურ ფოფხაძე მოკლა. ვფიქრობ, რომ სანადირო თოფი გაუვარდა […]