ჭდე: ცხენი

ცხენმა ბავშვს ფეხი ჩაარტყა, 7 წლის ბიჭს ელენთა ამოკვეთეს

ცხენმა ბავშვს ფეხი ჩაარტყა, 7 წლის ბიჭს ელენთა ამოკვეთეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში მცირეწლოვანს ცხენმა მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა. შვიდი წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მცირეწლოვანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და ელენთა ამოკვეთეს. საავადმყოფოს ქირურგის, ოთარ ბახუტაშვილის ინფორმაციით, ელენთა დაზიანებული იყო და მისი შენარჩუნება აღარ მოხერხდა. „ბავშვი სტაბილურადაა , ჩატარდა ოპერაცია და დაინიშნა შესაბამისი მკურნალობა“, – თქვა ბახუტაშვილმა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება. პრაიმტაიმი

ანტისანიტარიაში, ვირისგან და ცხენისგან მომზადებული პროდუქტები თბილისში – ვიდეო

ანტისანიტარიაში, ვირისგან და ცხენისგან მომზადებული პროდუქტები თბილისში - ვიდეო

საქართველოს სურსათის სააგენტომ იმ პროდუქტებში, რომლებიც თბილისში იყიდება,  ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს. საწარმოებში კი საშინელი ანტისანიტარია დახვდათ. მწარმოებლები მავნე სურსათის ბაზარზე გამოტანის გამო 1000 ლარით დაჯარიმდებიან, სურსათი კი განადგურდება. სურსათის სააგენტომ ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინა ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს – რა შემცველობის გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა იყიდება თბილისში #POSTV […]