ჭდე: ქალი

,,ჩემი შვილების მამის დასატირებლად არ მიმიშვეს”

,,ჩემი შვილების მამის დასატირებლად არ მიმიშვეს"

,,სარკე” ადამიანების უმადურობას საზღვარი არ აქვს. თურმე თან რომ გადაჰყვე, თუ არ უნდათ, არაფერს დაინახავენ, თუნდაც შენი ძალიან ახლობლები იყვნენ. მყავდა ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარდა. სანამ შევუღლდებოდით, დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიხდა. მე დედისერთა ვარ და მშობლებს არ სურდათ, სოციალური მდგომარეობით ჩვენზე დაბლა მდგომ ადამიანს გავყოლოდი ცოლად. თვლიდნენ, რომ არც ოჯახიშვილობით, არც განათლებით და არც გარეგნობით […]

,,ქმრის ოჯახს უნიფხვო რძალი შევრჩი ხელში”

,,ქმრის ოჯახს უნიფხვო რძალი შევრჩი ხელში"

,,სარკე” ჩემს ცხოვრებაში სიყვარული მოულოდნელად მოვიდა. რატომღაც ამოვიჩემე, რომ უცხოეთში უნდა მესწავლა და ვაბარებდი და ვაბარებდი გამოცდებს, ბევრ ორგანიზაციაში გასაუბრებებზე დავდიოდი. სწორედ ასეთი შეხვედრის დროს ორგანიზაციის მომხიბვლელი ახალგაზრდა თანამშრომელი გავიცანი. გასაუბრებამ ძალიან ცუდად ჩაიარა. მე აღელვებული გამოვედი შენობიდან. ერთი სული მქონდა, თვალს როდის მივეფარებოდი, რომ გემრიელად მეღრიალა. შენობის წინ, ეზოში, ის სიმპათიური ბიჭი დამხვდა, სიგარეტს […]

,,ვნანობ, რომ საყვარელი კაცის გამო დეპრესიაში ჩავვარდი”

,,ვნანობ, რომ საყვარელი კაცის გამო დეპრესიაში ჩავვარდი"

,,სარკე” ის რაზეც ახლა უნდა გიამბოთ, ჩემი ცხოვრების სამარცხვინო, შავი ფურცელია. ერთი კაცი შემიყვარდა. მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგულებოდა. ისიც მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი. მერე ვიღაც ქალს დაუახლოვდა, რომელზეც ეჭვიანობა დავიწყე. ამის გამო სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ის ყოველთვის მითმობდა. მარწმუნებდა, რომ მე ყველაზე მეტად ვუყვარდი. ერთ დღესაც მითხრა, შენი პრეტენზიების ატანა აღარ შემიძლიაო და ჩემგან […]

,,რძალმა შვილი წამართვა და უცხოეთში გადახვეწა”

,,რძალმა შვილი წამართვა და უცხოეთში გადახვეწა"

,,სარკე” შვილი მენატრება! 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი. გოგოს შემდეგ ვაჟი რომ შემეძინა, ჩემი ქმარი სიხარულით გადაირია. ბავშვს საწოლში რომ ვაწვენდი, ის აიყვანდა ხოლმე ხელში და გულზე იწვენდა. ახლაც ამბობს, ჩემს მკერდზე მყავს გაზრდილიო და მართლაც ასეა. მერე ისე შეეჩვია მამამისის გულზე წოლას, არც იძინებდა, სანამ არ ჩაეხუტებოდა. ჩვენი სიბერის შვილიო, ასე ვეძახდით. და-ძმას […]

,,ჩემი ქმრის პაპის ნაჩუქარ სახლში მაზლი ცოლ-შვილით შემოგვეჭრა”

,,ჩემი ქმრის პაპის ნაჩუქარ სახლში მაზლი ცოლ-შვილით შემოგვეჭრა"

,,სარკე” ნამდვილად არ მეგონა, ჩემ გარშემო ასეთი უნამუსო ადამიანები თუ მოიყრიდნენ თავს. თურმე ზოგს შუბლის ძარღვი არათუ გაწყვეტილი აქვს, საერთოდ არ აქვს. ალბათ თანდაყოლილი სენია, სხვას პარაზიტივით მიეკრა და მაქსიმალურად გამოიკვებო თავი. ჩემი ქმრის ძმა და მისი ცოლ-შვილი სწორედ ასეთი პარაზიტები არიან, რომლებიც წლებია, სისხლს გვწოვენ. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, ქმრად იმ ოჯახში გაზრდილი […]

,,ჩემს ქმარს სახლში შემოსვლა საერთოდ არ უნდა, არადა ადრე უჩემოდ ვერ ძლებდა”

,,ჩემს ქმარს სახლში შემოსვლა საერთოდ არ უნდა, არადა ადრე უჩემოდ ვერ ძლებდა"

,,სარკე” ნახევარი წელიც არ არის, რაც გავთხოვდი და უკვე ვიცი, რომ ოჯახის შექმნით ჩემს ცხოვრებაში დიდი შეცდომა დავუშვი. მეგონა, ჩემი შეყვარებული ბედნიერ ქალად მაქცევდა, მაგრამ პირიქით მოხდა, თავში სულ ცუდი აზრები მიტრიალებს და იშვიათად მნახავთ გაცინებულს. ჩემი ქმარი საოცარი შეყვარებული იყო. ყურადღებით მახრჩობდა, ჩემი არასოდეს არაფერი გამოეპარებოდა. მუდმივად თავს დამტრიალებდა და იმაზე ფიქრობდა, რა გამახარებდა. […]

,,ოჯახში ძმის გლოვა არ მაცალეს და ქორწილი გადაიხადეს”

,,ოჯახში ძმის გლოვა არ მაცალეს და ქორწილი გადაიხადეს"

,,სარკე” ზოგიერთს კი ჰყავს დედმამიშვილი, მაგრამ რად გინდა, სიყვარული არ იციან. ბევრი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული და-ძმა მინახავს და ყოველთვის მიკვირდა. ბევრჯერ მითქვამს, ნეტა, რა დედამ გაზარდათ-მეთქი. თურმე დედის გაზრდაზე არ ყოფილა ეს დამოკიდებული, კიდევ სხვა რაღაც უნდა გქონდეს გულში, რისი ახსნაც არ შემიძლია. მეც კარგად გავზარდე შვილი, დედმამიშვილის სიყვარულსაც ვასწავლიდი, ოჯახისასაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, […]

,,ქმრის ოჯახში ჰგონიათ, რადგან სოფელში დავიბადე, მონასავით უნდა მომექცნენ”

,,ქმრის ოჯახში ჰგონიათ, რადგან სოფელში დავიბადე, მონასავით უნდა მომექცნენ"

,,სარკე” ძალიან ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ სოფელში მონებად იბადებიან. დაბადების ადგილი სოციალურ სტატუსს არ განსაზღვრავს, არც მენტალიტეტს, არც ქცევის თუ ცხოვრების წესს. ჩემს ოჯახში კი სწორედ ამგვარად ფიქრობენ და თვლიან, რადგან სოფელში დავიბადე, მონასავით უნდა მომექცნენ. ვამაყობ, რომ დასავლეთ საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხის გამორჩეულად ლამაზ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ბებო და ბაბუ ამ […]

ერთგულებით ნაჭედი მეგობრობა – ,,ყველა ელის, რომ ვიქორწინებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია!”

ერთგულებით ნაჭედი მეგობრობა - ,,ყველა ელის, რომ ვიქორწინებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია!"

,,სარკე”, ნინია კახიძე ქალი და მამაკაცი, რომლებიც სიყრმის ასაკიდან მეგობრობენ, ზოგჯერ იმაზე უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე შესაძლოა ოჯახის წევრებს, თუნდაც მეუღლეს გაუგონ. ასეთ გულითად მეგობრებს პირად ცხოვრებაში რომც არ უმართლებდეთ, მაინც დაუშვებლად მიაჩნიათ ერთიმეორესთან სხვა სახის ურთიერთობა, თუნდაც ქორწინება, ოჯახის შექმნა. გარეშე პირებმა შესაძლოა ასეთი დამოკიდებულება წარმოუდგენლად მიიჩნიონ, ისინი ქალსა და კაცს შორის სუფთა მეგობრობას […]

,,ყელში დანა ჰქონდა გარჭობილი” – რა მოხდა ვალეში

,,ყელში დანა ჰქონდა გარჭობილი" - რა მოხდა ვალეში

ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ნაისი არახამიაა, რომელიც ვალეში, კულტურის სახლში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დანა თავად ჩაირტყა. ,,მეზობელი რომ ავიდა, გარდაცვლილი დახვდა. ყელში დანა ჰქონდა გარჭობილი”, – ამბობს ქალის მეზობელი. -დაზიანება თავად მიიყენაო, მაგრამ არ […]