ჭდე: ტატუნაშვილი

არჩილ ტატუნაშვილის მამა შვილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს საოკუპაციო რეჟიმისგან

არჩილ ტატუნაშვილის მამა შვილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს საოკუპაციო რეჟიმისგან

მცხეთის პროკურატურაში ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამის,  გიორგი ტატუნაშვილის, გამოკითხვა დასრულდა. 8 საათიანი დაკითხვს შემდეგ გიორგი ტატუნაშვილს პირობა მისცეს, რომ გამოძიების მასალებზე შეუფერხებელი წვდომა ექნება. ოჯახი ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა. -გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით: თავისუფლების აღკვეთა ერთი ან ორი პირის მიმართ და მკვლელობა. ყველაზე […]

,,ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა”

,,ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა"

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. არჩილ ტატუნაშვილის მამას ის დროშა გადასცეს, რომელიც მისი შვილის უკანასკნელ განსასვენელზე იყო დაფენილი. ,,ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა” – წერენ სოციალურ ქსელში.

სოზარ სუბარი: ,,წითელმა ჯვარმა გადმოგვცა ჩვენ, როგორც მასალები, ისე მიცვალებულის ცხედარი”

სოზარ სუბარი: ,,წითელმა ჯვარმა გადმოგვცა ჩვენ, როგორც მასალები, ისე მიცვალებულის ცხედარი"

არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, ქართულ მხარეს დოკუმენტური მასალაც გადმოეცა, თუმცა კონკრეტულად რა მასალებია ეს და რამდენად გამოადგება ის გამოძიებას, ამაზე ქართულ მხარეს საუბარი უჭირს. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა, შუამავალი ორივე მხრიდან იყო წითელი ჯვარი. „ჩვენ კონტაქტი გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ წითელ ჯვართან. ცხინვალის მხრიდანაც წითელი ჯვრის მიერ მოხდა გადმოსვენება, გადაცემა ჩვენი მხრიდან შესული წითელი ჯვრის წარმომადგენლებისთვის და […]

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის მანქანაც გადმოსცეს

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის მანქანაც გადმოსცეს

„ამ წუთებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით,“ – ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით გააკეთა. ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. მინისტრის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. „პირველ რიგში, ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო […]

ამ წუთებში ერგნეთში ოკუპირებული ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან

ამ წუთებში ერგნეთში ოკუპირებული ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან

26 დღიანი მძიმე მოლოდინი დასრულდა. ამ წუთებში ერგნეთში ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ცოტა ხნის წინ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ქართველი ჯარისკაცის ცხედარი გადასცეს. საოკუპაციო ზოლთან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. ერგნეთში იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლებიც. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ასევე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

დავით სილაგაძე: ,,არჩილ ტატუნაშვილი ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანს, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო”

დავით სილაგაძე: ,,არჩილ ტატუნაშვილი ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანს, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო"

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დავით სილაგაძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს: ,,ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი არანაკლებ აწამეს, როგორც გიორგი ანწუხელიძე, ოსურ საიტზე წერია, ,,ალანიაზე”, რომ მას 20-მდე ადამიანი ურტყამდა და აწამებდაო. ვიღაც ოსი წერს, ვოვა დულაევი, ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანსო, სირცხვილიაო, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ ან ოჯახმა, რომ ეს გარდაცვლილი ღირსეული […]