ჭდე: ოჯახური ძალადობა

3 თვეში ოჯახური ძალადობის 1484 მსხვერპლი – საგანგაშო სტატისტიკა

3 თვეში ოჯახური ძალადობის 1484 მსხვერპლი - საგანგაშო სტატისტიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად 1484 მსხვერპლია, მოძალადე კი 1396. მონაცემებს  შსს-ზე დაყრდნობით საქსტატი აქვეყნებს. 1484 მსხვერპლიდან უმეტესობა 758 ადამიანი 25-44 წლის ასაკისაა. მოძალადეების უმეტესობაც 845 პირი 25-44 წლის ასაკშია. ყველაზე მეტი მოძალადე თბილისშია დაფიქსირებული – 622 და შესაბამისად, მსხვერპლიც. რეგიონებიდან ამ კუთხით ლიდერობს აჭარა – 154 მოძალადე და […]

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 4 მამაკაცი ცოლებმა გამოაშვებინეს – რა ხდება გორში

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 4 მამაკაცი ცოლებმა გამოაშვებინეს - რა ხდება გორში

გორის სასამართლომ ერთ კვირაში ოთხი პირი გაამართლა, რომელთაც, ოჯახურ ძალადობის მუხლით, ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულების ინტერესების დამცველებმა განუცხადეს. მათი განმარტებით, საქმეებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებს. ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ სახეზეა პირის მიერ ჩადენილი ქმედების არასწორე კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. – ერთ-ერთ საქმეზე, მაგალითად, მეუღლეებს დავა […]