ჭდე: ოზურგეთი

საკრებულოს თავმჯდომარის შვილი: ,,გადადგეს მთავრობა! ყველა ზღვარი გადაკვეთილია!”

საკრებულოს თავმჯდომარის შვილი: ,,გადადგეს მთავრობა! ყველა ზღვარი გადაკვეთილია!"

,,პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია წერს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილზე და სქრინსაც აქვეყნებს. ,,ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ხომ იცით _ აი, ის, ცოლმა რომ ,,გარაჟში” ჩაკეტა!! იმ კაცის შვილის ღია პოსტია ეს!!! აი, კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, თუ რატომ არ გავხდებით რუსეთის გუბერნია! ვინც გინდათ,  ,,გარაჟში” ჩაკეტეთ, ვინც გინდათ, დააკავეთ, ამ თაობას ვერ გააჩუმებთ. […]

ნატო გოგელია: ,,ამაზე ამორალური და ამაზრზენი არაფერი მინახავს!”

ნატო გოგელია: ,,ამაზე ამორალური და ამაზრზენი არაფერი მინახავს!"

ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის საკრებულოში გამართულ სხდომაზე წერს, სადაც ,,ოცნების” დეპუაუტმა ოპოზიციონერ კოლეგას შეურაცხყოფა მიაყენა. ,,შენს შვილს ჰკითხე… რატომ გააქციე შენი შვილი შენი სახლიდან. ყოველგვარ ზღვარს გადასული კაცი ხარ”, – ასე მიმართა დეპუტატმა ქალმა კოლეგას. ,,ასეთი ამორალური და ამაზრზენი არაფერი მინახავს. ასე როგორ უნდა მოგშალოს თანამდებობის შენარჩუნების წყურვილმა, რომ ეს იკადრო, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დეპუტატს […]

8 მარტს ოზურგეთის მერია ქალებს მიქსერებს დაურიგებს

8 მარტს ოზურგეთის მერია ქალებს მიქსერებს დაურიგებს

8 მარტს ოზურგეთის მერია 40 წარმატებულ ქალს საჩუქრად მიქსერს გადასცემს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 11 460 ლარია და მასში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიების უზრუნველყოფაც შედის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მიქსერები სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40 წარმატებულ ქალს გადაეცემა. გადაწყვეტილებას, თუ რატომ შეირჩა ქალებისთვის საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ასე ხსნის: […]

“იდი ნა @” – რა მისწერა ბიზნესმენმა გობრონიძემ ოზურგეთის მერის მოადგილეს

"იდი ნა @" - რა მისწერა ბიზნესმენმა გობრონიძემ ოზურგეთის მერის მოადგილეს

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ერთ უცნაურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ბიზნესმენმა გობრონიძემ ოზურგეთის მერის მოადგილეს, ალექსანდრე სურგულაძეს მისწერა, სადაც სულ რამდენიმე სიტყვაა _ ,,თქვენი წერილის საპასუხოდ სხვას ვერაფერს მოგწერთ: იდი ნა @…” ,,კაცი ეს ყოფილა, წარმოვიდგინე, რა წერილის საპასუხოდ მიწერა ეს ოზურგეთის, ხალხის რჩეული მერის მოადგილეს, ბიზნესმენმა ,,სოფლის ნობათის” მეპატრონე გობრონიძემ. ვატყობ, ასეთი წერილები მომრავლდება. ოზურგეთიი მშვიდობაა […]

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა ოზურგეთში კაცი მოკლა

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა ოზურგეთში კაცი მოკლა

რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის  სოფელ შემოქმედში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. – ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მისი მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, – აცხადებენ ადგილობრივები. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძლიერი […]