ჭდე: მოზარდი

„ბებიამ ჩემი მეგობარი ამოიჩემა, ეშმაკის თვალები აქვსო”

„ბებიამ ჩემი მეგობარი ამოიჩემა, ეშმაკის თვალები აქვსო"

„სარკე“ 17 წლის გოგო ვარ და მინდა, ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც სულ გულზე მაწევს და მუდამ ცუდად მახსენდება. ეს ფიქრები მას შემდეგ კიდევ უფრო გამიმწვავდა, ერთი წლის წინ აქციზე გამოსულ ჩემი თაობის ადამიანებზე რომ თქვეს, სატანისტებივით ეცვათო. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როცა ბებიაჩემმა ჩემი დაქალი ამოიჩემა. ამბობდა, რომ მას ეშმაკის თვალები ჰქონდა. მაშინ სახლში ბევრნი […]

,,შეყვარებულის დას ძვირფასი ტელეფონი ვათხოვე და აღარ მიბრუნებს”

,,შეყვარებულის დას ძვირფასი ტელეფონი ვათხოვე და აღარ მიბრუნებს"

,,სარკე” ძალიან არ მინდა, კონფლიქტი მომივიდეს შეყვარებულის დასთან, რომელიც ჩემზე 3 წლით უფროსია. 20 წლის გოგო, შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს, რას აშავებს, მაგრამ ისე უჭირავს თავი, თითქოს ვერც იგებდეს, რას ვთხოვ. ჩემს ადგილას სხვა რომ იყოს, დიდი გაწევ-გამოწევა ექნებოდა, მაგრამ მე ყველანაირად ვცდილობ, ეს საკითხი როგორმე მშვიდად მოვაგვარო. მამაჩემი ტექნიკის დიდი მოყვარულია. მისი დამსახურებით ოჯახში საუკეთესო […]

,,დედა მაყვედრის, რომ საჭმელს მაჭმევს”

,,დედა მაყვედრის, რომ საჭმელს მაჭმევს"

,,სარკე” მითხარით, 17 წლის გოგომ სად ვიმუშაო! თუ ვინმემ იცით ისეთი სამსახური, სადაც დამასაქმებენ, იქნებ შემეხმიანოთ. უკვე აღარ შემიძლია დედისგან საჭმლის დაყვედრება. ნეტა, ჭამა საერთოდ არ არსებობდეს, ასე რამდენი ადამიანი იქნებოდა მშვიდად, მათ შორის – მეც. დედა ძალიან ბევრს შრომობს. ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს. ძალიან მინდა, მხარში ამოვუდგე, მაგრამ, აბა, როგორ?! ეს მისთვისაც არაერთხელ მითქვამს, მაგრამ […]

,,დაქალი მეუბნება, შეყვარებული იარების გამო დაგიწუნებსო”

,,დაქალი მეუბნება, შეყვარებული იარების გამო დაგიწუნებსო"

,,სარკე” გამარჯობა! ამ წერილს 16 წლის გოგო გწერთ. ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული. მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩვენს თანატოლებში საუკეთესო მგონია. მასაც ძალიან ვუყვარვარ, დიდი პატივისცემით მექცევა და, როგორც ჩანს, ზოგ-ზოგიერთებს სწორედ ეს არ მოსწონთ. ჩემი ოჯახიც იცნობს, მათთვის არაფერი დამიმალავს. შეიძლება დიდად არც ესიამოვნათ ჩემგან ამის თქმა, მაგრამ არც დაუშლიათ. იციან, რომ კარგი ბიჭია და ძალიან […]

,,მეგობარმა ჩემი ოთახის ფოტო სოციალურ ქსელში დაუკითხავად გამოაქვეყნა”

,,მეგობარმა ჩემი ოთახის ფოტო სოციალურ ქსელში დაუკითხავად გამოაქვეყნა"

,,სარკე” გამარჯობა! ამ წერილს 16 წლის გოგო გწერთ და მინდა, ყველა ჩემს თანატოლს მივმართო, რომ გულუბრყვილოები არ იყვნენ. მე გულუბრყვილობას ვიჩენდი ყველასთან ურთიერთობაში, ვენდობოდი და მეგონა, ცუდს არავინ გამიკეთებდა. თურმე ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც დედა მეუბნებოდა. პატარაობიდან ჩამჩინებდა, ყველა ისეთი არ არის, როგორიც შენ გგონია, ზედმეტად არავის ენდოო. მე კი ვერ წარმომედგინა, ადამიანს თუკი ბოროტებას […]

,,ჩემი მშობლები შეიძლება ვიღაც პოეტი ქალის გამო გაშორდნენ”

,,ჩემი მშობლები შეიძლება ვიღაც პოეტი ქალის გამო გაშორდნენ"

,,სარკე” ჩემს ოჯახში საშინელი სიტუაციაა. სახლში ცხოვრება ჩემთვის აუტანელი გახდა. არ შემიძლია მშობლებს მშვიდად ვუყურო. მათი არ მესმის და არც მჭირდება, რომ გავუგო. მათგან თავის გარიდება, სხვაგან წასვლა მინდა. მამას ვერ ვაპატიებ, რომ სხვა ქალი უყვარს და თან ამას არც მალავს. მამაჩემი მწერალია, უფრო სწორად, ნოველებს წერს, მაგრამ არ აქვეყნებს. სულ იმას წუწუნებდა მუდმივად, რომ […]

,,მამამ იმის გამო მცემა, რომ საგვარეულო შეკრებაზე არ გავყევი”

,,მამამ იმის გამო მცემა, რომ საგვარეულო შეკრებაზე არ გავყევი"

,,სარკე” ამ ქვეყანაში გოგოდ დაბადებაც შარია და ბიჭადაც. ვერ გაიგებ, როგორ უნდა მოიქცე, ვის რა ესიამოვნება.15 წლის ბიჭი ვარ. დები ასაკით ჩემზე უფროსები არიან. როგორც მიყვებიან, მამაჩემი სულ ბიჭზე ოცნებობდა და მეორეც რომ გოგო ეყოლა, ნამდვილი გლოვა ჰქონდა. დედა იხსენებს ხოლმე, ჩემი ერთადერთი ნატვრა ბიჭის გაჩენა იყოო. ახლა ჩემი დები ეუბნებიან მამას, რომელი მეფე შენ […]

თეონა ცხომელიძე: ,,ქურდული სიმბოლიკა ახატია, ამ მოზარდმა დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა”

თეონა ცხომელიძე: ,,ქურდული სიმბოლიკა ახატია, ამ მოზარდმა დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა"

,,კურიერის” წამყვანი, ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე მოზარდის პერანგის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე _ 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია? ქურდული სიმბოლიკა. ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს. ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური […]

,,უცხოეთში რადგან ვცხოვრობდი, ქართველ ბიჭება აღვირახსნილი ვეგონე”

,,უცხოეთში რადგან ვცხოვრობდი, ქართველ ბიჭება აღვირახსნილი ვეგონე"

ძალიან რთული ყოფილა ქართველ ბიჭებთან ბრძოლა და არა მარტო ბიჭებთან, გოგოებთანაც. მათთვის არაფერია, ვინმეზე თქვან, რომ აღვირახსნილი, ცუდი ყოფაქცევისაა. ჭორები დაუყარონ და სიცოცხლე გაუმწარონ. საქართველოში საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, სხვების ცხოვრება მოწამლონ. 17 წლის გოგოს ათასი ცილისწამებით თავი მომაბეზრეს. 6 წლის რომ გავხდი, სკოლაში საქართველოში მივედი. მაშინ ჩემი მშობლები უკვე უცხოეთში იყვნენ, იქ მუშაობდნენ. მეოთხე […]

სკოლის დირექტორი გარდაცვლილ მოზარდზე: ,,მამამ წაიყვანა აცრაზე”

სკოლის დირექტორი გარდაცვლილ მოზარდზე: ,,მამამ წაიყვანა აცრაზე"

მარტვილში 15 წლის მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა უმცროსმა ძმამ იპოვა. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც მოზარდი სწავლობდა ,,კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის მოსწავლე მესამე გაკვეთილის შემდეგ მამამ სკოლიდან გეგმური აცრის ჩასატარებლად წაიყვანა. -მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მამამისი მოვიდა და დამრიგებელს, შემდეგ კი მე მთხოვა, ბავშვი გაგვეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან აცრაზე უნდა წაეყვანა. დავთანხმდით და ამის შემდეგ არაფერი ვიცი. […]