ჭდე: მერაბ ნინიძე

მერაბ ნინიძე და ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად ითამაშებენ

მერაბ ნინიძე და ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად ითამაშებენ

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და სერიალ ,,შერლოკის” ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად ითამაშებენ. ამის შესახებ კინოფილმების ამერიკული ინტერნეტმონაცემთა ბაზა IMDB  წერს. ფილმის პრემიერა წელს შედგება. სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და მოგვითხრობს ისტორიას ჯაშუშზე, რომელიც რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისის მოვლენებში მონაწილეობს. ფილმის რეჟისორი დომინიკ კუკი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, მერაბ ნინიძე ვის როლს შეასრულებს.

მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ ,,სამშობლოში” გამოჩნდება

მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ ,,სამშობლოში" გამოჩნდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ ,,სამშობლოში” მე-7 სეზონის მე-9 სერიიდან გამოჩნდება. მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლს ასრულებს.