ჭდე: მაგირიცა

მაგირიცა – ბერძნების სააღდგომო სუფრის ტრადიციული წვნიანი

მაგირიცა - ბერძნების სააღდგომო სუფრის ტრადიციული წვნიანი

აღდგომას ღამით შინ დაბრუნებულ ბერძენს ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზე  მაგირიცა დახვდება — მსუბუქი  წვნიანი, რომელიც თიკნის შიგნეულისაგან მზადდება მრავალფეროვანი მწვანილის დამატებით. პელოპონესში და კრეტაზე მაგირიცაში თიკნის ფეხებსაც აწყობენ. იპიროსზე და ევრიტანიაში მწვანილის ნაცვლად ჭინჭარს ხმარობენ. ტინოსზე ვეგეტარიანულ მაგირიცას ამზადებენ კარტოფილით, სტაფილოთი, ბლომად ნიახურით და სხვა მწვანილით. კასოსზე მიღებულია მაგირიცა, რომელშიც მწვანილი საერთოდ არ ფიგურირებს, სამაგიეროდ სუნელების მრავალფეროვენება […]