ჭდე: კვირიკაშვილი

ივანიშვილი კვირიკაშვილს პარტიის შექმნას აძალებს

ივანიშვილი კვირიკაშვილს პარტიის შექმნას აძალებს

ამ ზაფხულს საქართველო არ მოიწყენს, წინ დიდი გაწევ-გამოწევები და რამდენიმე ახალი პარტია გველოდება. შესაქმნელად გამზადებულ პარტიებს მესამე ძალის ნიშის დაკავებაზე ექნებათ პრეტენზია. “ოცნებიდან” წამოსულები რომ ახალი პარტიის შექმნას აპირებენ, ეს სიახლე არ არის. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ისინი “დაიცავი საქართველოში” გაწევრიანდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცველებიც ახლო წარსულში “ოცნებას” ადიდებდნენ და ივანიშვილს იცავდნენ….  ,,ოცნების” კულუარებში დარწმუნებული […]

მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი

მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვება შეიძლება ნიშნავდეს მის მზადებას პოლიტიკაში დასაბრუნებლად? – გიორგი კვირიკაშვილმა “ქართულ ოცნებაში” თავისი პოლიტიკური კარიერის პიკს მიაღწია. გადადგომის დღეს კვირიკაშვილმა თქვა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, რადგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე […]

პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა […]

,,კვირიკაშვილის სანათესაოს ისე არ მიუქარავს, როგორც ღარიბაშვილისას და ამიტომაც არ გადადგა” – ლევან ჩაჩუა

,,კვირიკაშვილის სანათესაოს ისე არ მიუქარავს, როგორც ღარიბაშვილისას და ამიტომაც არ გადადგა” - ლევან ჩაჩუა

მოძრაობა “ქართულმა იდეამ” დააანონსა საპროტესტო მოძრაობა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ აღკვეთს მართლამადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. ეს გამოიხატება კონტრაცეფციულ პროდუქციაზე წმინდანთა გამოსახულებაში. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობის ლიდერს, სინდისის ყოფილ პატიმარ ლევან ჩაჩუას. ლევან ჩაჩუა: – ჩვენმა მოძრაობამ იმ ფირმას, რომელიც მართლამადიდებლობას შეურაცხყოფს, თბილისის მერიაში ვუჩივლეთ. ეს მერიის გადასაწყვეტი საკითხია. კანონით აკრძალულია […]

კვირიკაშვილი კობახიძეს – ,,არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენ მიერ” – ,,კურიერმა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა გაასაჯაროვა

კვირიკაშვილი კობახიძეს – ,,არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენ მიერ” – ,,კურიერმა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა გაასაჯაროვა

,,კურიერს” ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს. პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არც ერთი მოსაზრება […]

გიორგი კვირიკაშვილი: ,,ვინც ევროპაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის, ხარჯებს კი ის ადამიანი დაფარავს”

გიორგი კვირიკაშვილი: ,,ვინც ევროპაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის, ხარჯებს კი ის ადამიანი დაფარავს"

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, მას საქართველო მოძებნის. -დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ […]

მოსკოვმა კვირიკაშვილს უპასუხა – ”მივესალმებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის სურვილს”

მოსკოვმა კვირიკაშვილს უპასუხა – ”მივესალმებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის სურვილს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს. „მოსკოვში ყურდღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის მიმართვას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით წერილში გამოხატულ სულისკვეთებას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა ამ საკითხში იმდენად […]