,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი სამართალდამცველებს აშანტაჟებს. როგორც ცნობილია, სუბელიანის შვილი მოზარდებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. კუპრავა ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს ფლობს და შვილის დასაცავად სამართალდამცველებს ამ კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებს. კუპრავას თქმით, მას პირადად ჰქონდა სუბელიანთან მოლაპარაკება კადრების გასაჯაროების შესახებ. […]