ჭდე: ზუგდიდი

,,ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ” – ზუგდიდში კაცი ჭაში ჩავარდა – ვიდეო

,,ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ" - ზუგდიდში კაცი ჭაში ჩავარდა - ვიდეო

ზუგდიდში მაშველები 10 მეტრის სიღრმის ჭიდან 70 წლამდე მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჭის ამოწმენდას ცდილობდა, ამ დროს მიწა ჩაიყარა და ქვეშ მოიყოლა. -ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ, – ამბობს ოჯახის ახლობელი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის ღრმა ფსკერზე იყო ჩასული, შესაბამისად, ნაშალიც დიდია და შანსი იმისა, რომ ის ცოცხალი გადარჩა, პრაქტიკულად, არ არსებობს. კაცის ჭიდან […]

ზუგდიდში 56 წლის დედამ 29 წლის შვილი სცემა, ქალი დაკავებულია

ზუგდიდში 56 წლის დედამ 29 წლის შვილი სცემა, ქალი დაკავებულია

ზუგდიდში, შვილზე ძალადობის ბრალდებით 56 წლის ქალი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 29 წლის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ,,ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ნიუპოსტი

”ნახევრად მეგრელი ვარ” – კალაძემ ზუგდიდს სიყვარული აუხსნა

”ნახევრად მეგრელი ვარ” - კალაძემ ზუგდიდს სიყვარული აუხსნა

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან,“ – ეს განცხადება “ქართული ოცნების” გენმდივანმა, კახა კალაძემ, ზუგდიდში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარადგინა. „ძალიან მიხარია, რომ სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ნახევრად მეგრელი ვარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ […]

ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი დაადგინა

ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი დაადგინა

ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას – არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს. იმავე დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი საფასური 20 ლარი იქნება. […]

„ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა” – ცემა-ტყეპა ზუგდიდის საკრებულოში – ვიდეო

„ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა” – ცემა-ტყეპა ზუგდიდის საკრებულოში - ვიდეო

ზუგდიდის მერიაში საკრებულოს სხდომის მსვლელობისას ერთმანეთს  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული წევრი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა.  განხილვას ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკა მოჰყვა. – „ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა, – მიმართა წითლიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს. სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ […]

ზუგდიდში 4 წლის აუტისტი გოგონა საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს – ბავშვს კარი ჩაურაზეს

ზუგდიდში 4 წლის აუტისტი გოგონა საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს - ბავშვს კარი ჩაურაზეს

ზუგდიდის #15-ე საბავშვო ბაღის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს და ღონისძიებას ჩაკეტილ კარს მიღმა, ჭუჭრუტანიდან ადევნებდა თვალს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. თეა ანჩაბაძე წერს, რომ მისი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლია, რადგან თანატოლებთან საახალწლო ზეიმში დასწრების ან მონაწილეობის უფლება არ მიეცა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს […]