ჭდე: ზაზა ბეჟაშვილი

“ამ ბოლო დროს ყველას ყველაფერი ვაპატიე” – რაზე სწყდებოდა გული ზაზა ბეჟაშვილს

"ამ ბოლო დროს ყველას ყველაფერი ვაპატიე" - რაზე სწყდებოდა გული ზაზა ბეჟაშვილს

არიან ადამიანები, რომლებიც გაიელვებენ და ჩაიფერფლებიან, მაგრამ ამ ხანმოკლე ცხოვრების გზაზე ასწრებენ თავიანთი ისტორიის შექმნას, სხვების გულებში ადგილის დამკვიდრებას. სწორედ ამიტომ ამქვეყნიდან სიყვარული, დიდი გულისწყვეტა და წრფელი ცრემლი მიაცილებთ. ასეთი ბედის აღმოჩნდა მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, ახლობლებისთვის – ზუზუ. 16 აგვისტოს საღამოს ის გარდაცვლილი იპოვეს. ზაზა 41 წლის იყო. მსახიობის ცხოვრებაში ერთი უცნაური დამთხვევაა – მამამისიც […]

,,ზუზ, ჩემი ხელით მიგიყვანე საბოლოო სახლთან. გაკოცე, გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც ცოცხალს გეძებ” – რომან ქევხიშვილი

,,ზუზ, ჩემი ხელით მიგიყვანე საბოლოო სახლთან. გაკოცე, გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც ცოცხალს გეძებ” - რომან ქევხიშვილი

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი გარდაცვლილ მეგობარზე, მსახიობ ზაზა ბეჟაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს: ,,ჩემო ზუზუ, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ. უკიდეგანო სიცარიელეა უშენოდ. დღეში ასჯერ შემოვდივარ შენს კედელზე, თითქოს შენს დაწერილს რამეს წავითხავ. მერე ისტერიკულად ყვირილი მინდება, მაგრამ ცრემლებში ვახრჩობ სათქმელს… განვიცდი ყველა დაკარგულ დღეს, ვბრაზდები საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე შენთან… ზუზ, ჩემი ხელით მიგიყვანე […]

ზუზუ: ,,მამაჩემი 41 წლის იყო, როცა გარდაიცვალა” – მსახიობის უცნაური ბედისწერა

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის 16-ში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, 16 აგვისტოს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის ცხოვრებაში ერთი უცნაური დამთხვევაა – მამამისიც 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ,,სარკის”  ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამ ასაკში გარდაცვალებაზე საუბრობს. -სხვაზე რომ მესმის 40-41 წლის არისო, ვამბობ „ვაა!“. მამაჩემი 41 წლის იყო, როცა გარდაიცვალა და ვფიქრობდი, ამ ხალხს რა ატირებს-მეთქი. დღეს ჩემს თავს ამ ასაკში ვერ აღვიქვამ, […]

ზუზუ: ,,რა მნიშვნელობა აქვს, ინსულტი მომკლავს თუ ეს პრეპარატი?” – რას უყვებოდა ,,სარკეს” მსახიობი

ზუზუ: ,,რა მნიშვნელობა აქვს, ინსულტი მომკლავს თუ ეს პრეპარატი?" - რას უყვებოდა ,,სარკეს" მსახიობი

დღეს ჟურნალ ,,სარკის” 33-ე ნომერი გამოვიდა, სადაც მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის ინტერვიუებია დაბეჭდილი. ზაზა, ახლობლებისთვის – ზუზუ, ძალიან გულახდილად საუბრობს თავის ცხოვრებაზე – რა აწუხებდა, რა სტკიოდა, რაზე ოცნებობდა… ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა ,,სარკეში, ზაზა ყვება: -დეპრესია მეზარება და გადავაგდე. სტრესული უფრო ვარ, შფოთვები მაწუხებს და ფსიქოტროპულ პრეპარატს ვსვამ. ამის გამო შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს. […]

ზუზუ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

ზუზუ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ნაძალადევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა. ნანა ფაჩუაშვილი თავის უმცროს კოლეგას იხსენებს: -როცა ვკარგავთ ადამიანებს, მერე ვაცნობიერებთ, რომ თურმე უყურადღებოდ ვიყავით. მგონი, გადავჯიშდით. ეს ადამიანი შევიყვარე თავისი ნიჭიერებით. არაჩვეულებრივი შინაგანი კულტურა ჰქონდა, აღზრდილი იყო სხვანაირად და ამიტომ იყო განსაკუთრებული. მეხვეწებოდა, იქნებ რამე იყოს იმ […]

ზუზუ როლზე დაამტკიცეს – მას დღეს დაკრძალავენ

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის 16-ში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობ ზაზა ბეჟაშვილს, იგივე ზუზუს დღეს 2 საათზე გააცილებენ უკანასკნელ გზაზე. ბედის ირონიაა, რომ მსახიობი, რომელიც მუდამ როლების ნაკლებობას უჩიოდა, აზერბაიჯანში როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ფეისბუქში გუშინ დაწერა. ,,ზუზუ ბეჟაშვილი ბაქოში როლზე დაამტკიცეს… დღეს მოვიდა პასუხი… ხვალ დაკრძალვაა 14 საათზე… ასე დასრულდა ეს ამბავი”. აღსანიშნავია, რომ ზაზა ბეჟაშვილმა აზერბაიჯანულ ფილმში შესრულებული როლისთვის […]

,,ზუზუ ჯანმრთელობას უჩიოდა… დაჩაგრული, სევდიანი კაცი იყო” – ანრი ბიბილეიშვილი

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის 16-ში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც მისი მეგობარი ანრი ბიბილეიშვილი ამბობს, მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. -უჩიოდა ჯანმრთელობას, მაინცდამაინც არ იყო კარგად, თუმცა კონკრეტულად არ დაუსახელებია არაფერი განსაკუთრებული… ძალიან უჭიდა. კიდევ ერთი ნიჭიერი კაცი წავიდა, რომელიც არ დაფასდა. დაჩაგრული, სევდიანი კაცი იყო, – ამბობს ანრი ბიბილეიშვილი. ზაზა ბეჟაშვილი ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი. […]

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის 16-ში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის 16-ში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. “არტნიუსს” მსახიობის გარდაცვალების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი მისმა მეგობარმა დოლიძის 16 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვა.