ჭდე: დალი მამასახლისი

დალი მამასახლისი: “რომ ჩამოვიდე, ჩემი ინვალიდი შვილის მკურნალობის ხარჯებს ვინ დამიფარავს?” – 62 წლის ქართველი ქალი საბერძნეთიდან 3 შვილს, 5 შვილიშვილს და 1 შვილთაშვილს ინახავს

დალი მამასახლისი: "რომ ჩამოვიდე, ჩემი ინვალიდი შვილის მკურნალობის ხარჯებს ვინ დამიფარავს?" - 62 წლის ქართველი ქალი საბერძნეთიდან 3 შვილს, 5 შვილიშვილს და 1 შვილთაშვილს ინახავს

დალი მამასახლისი 48 წლის იყო, როცა მისთვის მძიმე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მაშინ ფიქრობდა, რომ იქ მხოლოდ 5 წელი დარჩებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ისევ უცხო მიწაზეა, თუმცა იქაურები თავისიანებივით შეიყვარა. 62 წლის დალი ქალაქ არტაში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში სამი შვილი ჰყავს […]