ჭდე: გულახდილი

,,ჭორებს ავყევი და შვილს გამოვუცხადე, რომ ამ გოგოს ცოლად მხოლოდ მაშინ მოიყვანდა, როცა მე მოვკვდებოდი”

,,ჭორებს ავყევი და შვილს გამოვუცხადე, რომ ამ გოგოს ცოლად მხოლოდ მაშინ მოიყვანდა, როცა მე მოვკვდებოდი"

,,სარკე” ამ წერილს მათთვის ვწერ, ვინც სხვების ხმებს ყვებიან და ბოროტი ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან. სამწუხაროა, რომ მეც მათ რიცხვში აღმოვჩნდი და სარძლოს შეურაცხყოფას ვაყენებდი. ორი ბიჭის დედა ვარ. უფროსი შვილი ისეთ ასაკში დაქორწინდა, აქეთ ვეხვეწებოდით, ცოლი მოიყვანეო. სამაგიეროდ, უმცროსმა დაგვაყენა ნაადრევ ასაკში ფაქტის წინაშე, გოგო მიყვარს, ცოლად უნდა მოვიყვანოო. ვფიქრობდით, რომ საქორწინო ასაკი არ […]

,,ოჯახში ძმის გლოვა არ მაცალეს და ქორწილი გადაიხადეს”

,,ოჯახში ძმის გლოვა არ მაცალეს და ქორწილი გადაიხადეს"

,,სარკე” ზოგიერთს კი ჰყავს დედმამიშვილი, მაგრამ რად გინდა, სიყვარული არ იციან. ბევრი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული და-ძმა მინახავს და ყოველთვის მიკვირდა. ბევრჯერ მითქვამს, ნეტა, რა დედამ გაზარდათ-მეთქი. თურმე დედის გაზრდაზე არ ყოფილა ეს დამოკიდებული, კიდევ სხვა რაღაც უნდა გქონდეს გულში, რისი ახსნაც არ შემიძლია. მეც კარგად გავზარდე შვილი, დედმამიშვილის სიყვარულსაც ვასწავლიდი, ოჯახისასაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, […]

,,შევცდი, ცოლად რომ გავყევი კაცს, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს”

,,მეზობელს კეთილი რჩევა მივეცი და ამის გამო სამუდამოდ დავკარგე"

,,სარკე” ძალიან შევცდი, ცოლად რომ გავყევი კაცს, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს. ის წლებია, ცოლთან არის გაყრილი, მაგრამ შვილებთან ახლო კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტია. ისინი არიან მისი თვალისჩინები, უზომოდ ყურადღებიანი მამაა. ის რომ გამაცნეს, სწორედ ამან მომხიბლა, რომ შვილების მიმართ ასეთი იყო. ვიფიქრე, რომ ცოლთანაც ასეთივე იქნებოდა, მაგრამ ძალიან შევცდი. ცოლად რომ გავყევი, მისი ქალიშვილი უკვე ორსულად იყო. […]

ერთგულებით ნაჭედი მეგობრობა – ,,ყველა ელის, რომ ვიქორწინებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია!”

ერთგულებით ნაჭედი მეგობრობა - ,,ყველა ელის, რომ ვიქორწინებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია!"

,,სარკე”, ნინია კახიძე ქალი და მამაკაცი, რომლებიც სიყრმის ასაკიდან მეგობრობენ, ზოგჯერ იმაზე უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე შესაძლოა ოჯახის წევრებს, თუნდაც მეუღლეს გაუგონ. ასეთ გულითად მეგობრებს პირად ცხოვრებაში რომც არ უმართლებდეთ, მაინც დაუშვებლად მიაჩნიათ ერთიმეორესთან სხვა სახის ურთიერთობა, თუნდაც ქორწინება, ოჯახის შექმნა. გარეშე პირებმა შესაძლოა ასეთი დამოკიდებულება წარმოუდგენლად მიიჩნიონ, ისინი ქალსა და კაცს შორის სუფთა მეგობრობას […]

,,დაქალი უცხოეთში ჩემი ფულით გავუშვი, ახლა კი იქიდან მათხოვარს მეძახის”

,,ყოფილი ქმრის ოჯახმა ის ქალი მიიღო, რომელმაც ჩემს შვილებს მამა წაართვა"

,,სარკე” ეს წერილი დიდმა უმადურობამ დამაწერინა. ვიცი, ის ადამიანი “სარკის” ამ ნომერს და ამ წერილს აუცილებლად ნახავს და მინდა, წაიკითხოს ის, რასაც დავწერ. უნდა იცოდეს, რომ დაცინვა ცუდი საქციელია და ამის უფლება არ აქვს! მისი საშინელი პოსტის ქვეშაც შემეძლო, ეს ყველაფერი დამეწერა, მაგრამ ისევ მას გავუფრთხილდი, არ მინდა, საქვეყნოდ თავი მოვჭრა, რომ დიდი უმადური ვინმეა […]

,,რძალმა ორი შვილი მე დამიტოვა და იტალიიდან აღარ ჩამოდის”

,,რძალმა ორი შვილი მე დამიტოვა და იტალიიდან აღარ ჩამოდის"

,,სარკე” რძალმა აიჩემა, უცხოეთში სამუშაოდ უნდა წავიდეო. მისი მეორე გოგონა, ანუ უმცროსი, 6 წლისაც არ იყო. ვუთხარი, რომ ბავშვების მიტოვება არ ღირდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. თავზარი დამეცა, მაგრამ ისედაც ატირებულ შვილიშვილებს და დამწუხრებულ შვილს ცეცხლს ხომ არ შევუნთებდი? თავი ხელში ავიყვანე და რძალს შევპირდი, რომ მის ქმარ-შვილს არაფერს მოვაკლებდი. დავიფიცებ, რომ ჩემი პირობა პირნათლად […]

”ნარკომანი ყოფილი ცოლი ახალ ოჯახს მიწიოკებდა” – როცა მსხვერპლიც და მოძალადეც ქალია

”ნარკომანი ყოფილი ცოლი ახალ ოჯახს მიწიოკებდა" - როცა მსხვერპლიც და მოძალადეც ქალია

ნანა კობახიძე, სარკე ცხოვრების თავისებური წესი, მძიმე განსაცდელი, მოუშუშებელი სულიერი ტრავმა ადამიანებს დაღს ასვამს, ფსიქიკაზე, ხასიათზე ზემოქმედებს და შეიძლება სხვა გზაზეც გადაიყვანოს. ეს ყველაფერი მაშინ უფრო მძაფრდება, თუ საქმე ნარკომანსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულს ეხება. ჩვენი რესპონდენტი მამაკაცი გვიამბობს, როგორ გარდაიქმნა მისი ყოფილი ცოლი – ახალგაზრდა, ლამაზი, თავისუფლებისმოყვარე გოგო, უსამართლო, ისტერიკულ და მოძალადე ქალად. ეს არის […]

“ბევრჯერ მიგრძვნია, რომ დათა იმქვეყნიდან მეხმარება” – ანგელოზად გაფრენილი სიყვარული

"ბევრჯერ მიგრძვნია, რომ დათა იმქვეყნიდან მეხმარება" - ანგელოზად გაფრენილი სიყვარული

ნანა კობახიძე, სარკე ოჯახური ძალადობა და მუდმივი კონფლიქტები მოზარდს მორალურად და ფსიქიკურად აზიანებს, შინაგანად ანგრევს, დაღს ასვამს, თრგუნავს, კომპლექსებს უჩენს, ხელს უშლის მის წინსვლას, განვითარებას, ადამიანებთან ურთიერთობას, თუმცა ადამიანი არასდროს რჩება მარტო. ცხოვრების გზაზე შეიძლება შეხვდეს კეთილ, დიდსულოვან პიროვნებას, რომელიც მასზე იზრუნებს, რჩევებს მისცემს, სასიკეთო გავლენას მოახდენს, კომპლექსებს დააძლევინებს, ცხოვრებას სხვაგვარად შეახედებს. ამბავი, რომელიც ჩვენმა […]

“დაქალმა შეყვარებულის ნაჩუქარი ძეწკვი სპეციალურად გამიწყვიტა”

"დაქალმა შეყვარებულის ნაჩუქარი ძეწკვი სპეციალურად გამიწყვიტა"

17 წლის გოგო ვარ და, ჩემი აზრით, ეს ის ასაკია, როცა ადვილად ვერავინ მოგატყუებს. თუნდაც ორი ან ერთი წლის წინ საკმაოდ მიამიტი ვიყავი, შემეძლო ნებისმიერ ადამიანს მივნდობოდი და მისთვის ყველაფერი დამეჯერებინა, ახლა კი უკვე ბევრი რამ ვიცი და ჩემი მოტყუება ყველას გაუჭირდება. ერთი დაქალი მყავს, რომლის მიმართაც დადებითად ვიყავი განწყობილი. მეგონა, რომ შეიძლებოდა თვალდახუჭული მივყოლოდი […]

,,გამოვიანგარიშე, რამდენთან შეეძლო ეღალატა ამ გოგოს იმ ს@თვის” – ემიგრანტის წერილი

,,მოძალადე ქმარს ძველ შეყვარებულთან ვღალატობ"

ემიგრანტი შორენა ბერაძე ფეისბუქში აღწერს ამბავს, ახალგაზრდა ემიგრანტ ქალს საქართველოში დარჩენილი ქმარი როგორ აკონტროლებს და აკრძალვებს უწესებს. ,,გაზაფხულის ვიზაზე ბარიდან კარბონარაზე მოვდიოდი. კვირასაღამო იყო და ქართველები კი იყვნენ ავტობუსში ბლომად. რახან აქეთ არავინ შემომახტა გულზე, არიქა, ქართველს ჰგავხარო, მე კი მომერიდა გამოცნაურება და ჩემთვის დავჯექი, თან ვკითხულობდი. გვერდზე დამიჯდა გოგო.  სავარაუდოდ დივანზე წამოწოლილ ქმარს ,,სკაიპით” […]