ჭდე: გოგონა

,,გიჟს ვგავარ, მკვდარი დავდივარ” – გოგონაზე კლასელებმა სექსუალურად იძალადეს?

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ 15 წლის გოგო მონასტერში გაგზავნეს

ტელეკომპანია ,,პირველის” ინფორმაციით, შიდა ქართლში მეცხრეკლასელ გოგონას თანაკლასელმა ბიჭებმა მარიხუანა იძულებით მოაწევინეს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მასზე სექსუალურად იძალადეს. არასრულწლოვნებმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალაც გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. სავარაუდო დამნაშავის დედა ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და მას ვიდეოჩანაწერი არ აჩვენეს. „გაურკვევლობაში ვარ, გიჟს ვგავარ, მკვდარი დავდივარ, იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი. ხომ […]

საჩხერეში 8 წლის გოგონა ტყვიამ იმსხვერპლა – მხოლოდ ის მოასწრო, რომ ეზოდან სახლში შეირბინა

საჩხერეში 8 წლის გოგონა ტყვიამ იმსხვერპლა - მხოლოდ ის მოასწრო, რომ ეზოდან სახლში შეირბინა

საჩხერეში თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 8 წლის გოგონა იმსხვერპლა. ,,პირველის” ინფომაციით, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, გოგონა თანატოლებთან და ნათესავებთან ერთად ეზოში თამაშობდა. ამ დროს ბავშვის მამიდაშვილმა სახლიდან მოიპარა ე.წ. კისტის თოფი, გაისროლა და გოგონას მოხვდა. მეორე ვერსიით, ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა გაისროლა. საჩხერის კლინიკის მედიკოსი ამბობს, რომ გულის არეში შემავალი ჭრილობა ნახეს, რაც სავარაუდოდ, ე.წ. კისტის […]

24 წლის გოგო ხრამში გადავარდა და გარდაიცვალა

თბილისში 11 წლის გოგონა სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ქედის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 24 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. tv 25-ის ინფორმაციით, სოფელ ვაიოში სტუმრად მყოფ გოგონას სეირნობისას კლდეზე ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

,,გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს” – სუიციდის მცდელობა საღორიის ტყეში

,,გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს" - სუიციდის მცდელობა საღორიის ტყეში

ქუთაისში ე.წ. საღორიის ტყეში გოგონას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის მეხანძრე მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.გოგონას ოჯახი ეძებდა. მათ დახმარებისთვის „112“-ს მიმართეს, მაშველებმა კი სიკვდილს გადაარჩინეს. -შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად […]

წყალტუბოში გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა

წყალტუბოში გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა

,,წყალტუბოში გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა”, – ამის შესახებ ,,თაიმერს” ექსკლუზიურად  წყალტუბოდან აცნობეს. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ორი თვის წინ ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თაიმერი, ავტორი ბერდია კალანდია

ქარელში 16 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს

მძღოლი, რომელმაც 2 წლის გეგა სიხარულიძე გაიტანა, მომენტალურად გათეთრდა - საშინელი ტრაგედია ხალაში

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 16 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

24 წლის გოგო თოკზე ჩამოკიდებული ოჯახის წევრებმა იპოვეს

24 წლის გოგო თოკზე ჩამოკიდებული ოჯახის წევრებმა იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 24 წლამდე ასაკის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, სუიციდის მცდელობისას გოგონა შოკზე ჩამოკიდებული ოჯახის წევრებმა იპოვეს. გოგონა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მეექვსე სართულიდან გადავარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

მეექვსე სართულიდან გადავარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა გადმოვარდა. ის მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.