ჭდე: ბუკინისტი

ქართველი ბუკინისტი: ,,10 მილიარდი რომ მომცა, წიგნებთან მაინც ვიმუშავებ”

ქართველი ბუკინისტი: ,,10 მილიარდი რომ მომცა, წიგნებთან მაინც ვიმუშავებ"

მე ვარ ვალერიან ცირდავა, 51 წლის. ოზურგეთის სოფელ შრომაში დავიბადე. 22-ე წელია, რაც ბუკინისტი ვარ. უმაღლესში არ მისწავლია. მანდარინის და თხილის ბაღებში ვმუშაობდი. ჩაიც გვქონდა. ადრე შემოსავლიანი იყო სოფელი. იქ ახლაც ჩავდივარ ხოლმე. წიგნები ბუკინისტობამდეც მიყვარდა. ამიტომაც, დავიწყე ეს საქმე. სახლში დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, გიგანტი. მე გაზრდილი ვარ ეგნატე ნინოშვილზე, დავით კლდიაშვილზე, ყაზბეგზე… ჩემთვის ძალიან ხშირად უჩუქებიათ […]