საბერძნეთში ხანძარს 20 ადამიანი შეეწირა, 60-ზე მეტი დაშავდა

საბერძნეთში ხანძარს 20 ადამიანი შეეწირა, 60-ზე მეტი დაშავდასაბერძნეთში, ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი  კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. დაკარგულია რამდენიმე ტურისტი, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.

ადამიანებმა სტიქიის სწრაფად გავრცელების გამო, სახლებისა და ავტომობილების დატოვება ვერ მოასწრეს.

შეგახსნებთ, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა.ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ათენთან სტიქიის გამო ბოსნიაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.

პრაიმტაიმი

sarkenews.ge © 2017-2018