კატეგორია: ჯანმრთელობა

კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს – “მისი მდგომარეობა მძიმეა”

კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს - "მისი მდგომარეობა მძიმეა"

მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის, განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა. იპნ

გივი თარგამაძე: “მე-9 დღეა, დღეში 200 ბუშტს ვბერავ. ხვალ უკვე მთელი დირიჟაბლი მექნება გაბერილი”

გივი თარგამაძე: "მე-9 დღეა, დღეში 200 ბუშტს ვბერავ. ხვალ უკვე მთელი დირიჟაბლი მექნება გაბერილი"

გივი თარგამაძემ ფეისბუქში დაწერა: ჩემი გამოცდილება პნევმონიით დამძიმებული, 75%-თ დაზიანებული ფილტვით კოვიდიდან ცოცხლად გამოსვლის, დარჩენილი 25%-თ ამოქაჩვის შესახებ. მოპოვებულია ალადაშვილის სახელობის კლინიკის კოვიდცენტრში ექიმ ლევან ბესელიას ხელმძღვანელობით მისი გუნდის მიერ განხორციელებული მყისიერი აგრესიული გადარჩენის ოპერაციის მსვლელობისას: 1. სიპაპი, ანუ, კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია, რომელიც გშველის ყველაზე ეფექტურად. ცხვირპირზე გადებენ ჟანგბადის ნიღაბს. მაგრამ, აქ მთავარია, […]

“კობა დავითაშვილის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე” – რას ამბობენ ექიმები

"კობა დავითაშვილის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე" - რას ამბობენ ექიმები

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, კობა დავითაშვილი დაახლოებით 10 დღეა რაც ალადაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის. „კობა დავითაშვილი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაა, სეფსისი და სეფტიური შოკი, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა […]

გივი თარგამაძე: “ჩემი სიცოცხლის გადარჩენების განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე”

გივი თარგამაძე: "ჩემი სიცოცხლის გადარჩენების განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე"

პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ კოვიდ 19 დაამარცხა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “დღეს, ჩემი კოვიდავადმყოფობის ოცდამეოთხე, საავადმყოფოში ყოფნის მეთოთხმეტე დღეღამეს დავტოვე კლინიკა. დიაღ, ამ ხვრელშიაც მოვხვდი, ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდგომ ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადარჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე. ერთიც, მაგრამ, ჭეშმარიტად, უმძიმესი და ძალზედ ძვირფასი. ისევ გამიმართლა – დასაწოლად გამზადებული მეორე დღის […]

“სუნთქვა ძალიან გაუჭირდა და კომაში ჩავარდა” – ხობში 30 წლის ელისო ლომაია გარდაიცვალა

"სუნთქვა ძალიან გაუჭირდა და კომაში ჩავარდა" - ხობში 30 წლის ელისო ლომაია გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ საკიჯაოს მკვიდრი 30 წლის ქალი ელისო ლომაია კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ოჯახი წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, ქალს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა. მთავარის ცნობით, ახალგაზრდა ქალს სპაზმი დაემართა, რომლის დროს, ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, დედამ დექსამეტაზონი დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ქალი ექიმებს გარდაცვლილი […]

ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე: “ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან კენ­ჭი უნდა ამო­ეკ­ვე­თათ… მაღაზიაში ვიყავი, როცა დამირეკეს…”

ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე: "ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან კენ­ჭი უნდა ამო­ეკ­ვე­თათ... მაღაზიაში ვიყავი, როცა დამირეკეს..."

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ კვი­ტაშ­ვილ­მა “ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს” მის­ცა: ,,35 წლის ასაკ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვარ­ჯი­შობ­და, გარდაიცვალა. იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი […]

“3 დღე საბავშვო ბაღში – 2 კვირა  სახლში” – როგორ შევამციროთ ავადობის რისკი? – ბრონქო-მუნალი – საუკეთესო საშუალება სასუნთქი სისტემის იმუნიტეტისთვის

"3 დღე საბავშვო ბაღში - 2 კვირა  სახლში" - როგორ შევამციროთ ავადობის რისკი? - ბრონქო-მუნალი - საუკეთესო საშუალება სასუნთქი სისტემის იმუნიტეტისთვის

სასუნთქი სისტემის ინფექციები ხშირი პათოლოგიაა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. უმრავლეს შემთხვევაში ისინი 6-8-ჯერ მეორდებიან წელიწადში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციები არ არის მძიმე ფორმით მიმდინარე და თვითგანკურნებით მთავრდება, ისინი არაიშვიათად სერიოზულ სამედიცინო, სოციალურ და ეკონომიურ პრობლემებს უქმნიან როგორც ბავშვებს და ოჯახს, ასევე მთლიანად საზოგადოებას. ამ პრობლემების შესახებ გვესაუბრება თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს […]

გულის იშემიური დაავადება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

გულის იშემიური დაავადება - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

გვესაუბრება მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის – საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე. – ბატონო სერგო, რა არის სტაბილური სტენოკარდია? – სტაბილური სტენოკარდია ან, როგორც დღეს უწოდებენ, ქრონიკული კორონარული სინდრომი, წარმოადგენს კორონარული არტერიების დაავადების ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას. იგი ხასიათდება მოჭერითი ხასიათის დისკომფორტით ძირითადად გულმკერდის არეში, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შედეგად და იხსნება ან მსუბუქდება შესვენების ან […]

ზაფხული, სიცხე და ვენური პრობლემები – სიმპტომები, რომლებიც არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ!

ზაფხული, სიცხე და ვენური პრობლემები -  სიმპტომები, რომლებიც არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ!

ზაფხულში, მაშინ როდესაც ტემპერატურა მატულობს, ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, დისკომფორტი. ამასთან ერთად, კორონავირუსით გამოწვეულმა კარანტინის აუცილებლობამ  განაპირობა უმოძრაობა, წონის მატება. ეს ყველაფერი კი – ცხელი სეზონი, ადინამია, ჭარბი წონა – თქვენი ვენებისთვის არასასურველი ფაქტორებია. სიმძიმის, დაღლილობის, წვის და ფეხების დაბუჟების შეგრძნება, საღამოს წვივების შეშუპება მიგვითითებენ ვენური მიმოქცევის […]

ყველაფერი დერმატიტების შესახებ – სამი პრობლემის ერთი გადაწყვეტა

ყველაფერი დერმატიტების შესახებ - სამი პრობლემის ერთი გადაწყვეტა

ყველასათვის ცნობილია, რომ კანის ქრონიკულ მორეციდივე დაავადებებს ახასიათებთ გამწვავება სეზონის მიხედვით. ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც მწვავდება ეს დაავადებები და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მიხედვას და მკურნალობას საჭიროებს. პრობლემის აქტუალობისა და მისი მკურნალობის საკითხზე გვესაუბრება კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის “კანვენი”-ს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ებანოიძე. რა არის დერმატიტი და როგორ ვლინდება ის? დერმატიტი […]