კატეგორია: სოციალური მედია

,,ნინი ბადურაშვილიც იყო ჯალათის სახლში, ეკა კახიანიც, ხათუნა ჟორდანია, რუსა მორჩილაძე… მორჩით ,,გაპრავებას”, მიგიწეწკვავთ თითებს კლავიატურაზე!” – ნინო ჯღარკავამ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა

,,ნინი ბადურაშვილიც იყო ჯალათის სახლში, ეკა კახიანიც, ხათუნა ჟორდანია, რუსა მორჩილაძე... მორჩით ,,გაპრავებას", მიგიწეწკვავთ თითებს კლავიატურაზე!'' - ნინო ჯღარკავამ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, ძალიან მწვავე პოსტებს აქვეყნებს და აკრიტიკებს ,,ოცნების” იმ მხარდამჭერებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაგა მკურნალიძის სახლში მოილხინეს. გაგა მკურნალიძე ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და გლდანის ციხის კარანტინის დაშლის კადრებთან დაკავშირებით წამების მუხლით იყო ბრალდებული. ,,მე, ნინო ჯღარკავა, ხვალ შემთხვევით მეგის ქარდავას ცოლმა რომ […]

,,SOS! სულ ასეა უკვე რამდენიმე დღეა, აშკარად ძალიან ცუდადაა” – რას წერს ლაშა ჩხარტიშვილი

,,SOS! სულ ასეა უკვე რამდენიმე დღეა, აშკარად ძალიან ცუდადაა" - რას წერს ლაშა ჩხარტიშვილი

უფლებადამცველი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, მარტოხელა, უსახლკარო ქალზე წერს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ,,SOS! SOS! სულ ასეა, უკვე რამდენიმე დღეა. სადგურის მეტროსთან, დადიანის მხრიდან… ეს უსახლკარო ქალბატონი არის აშკარად ძალიან ცუდად. ადრე ხელსახოცებით ვაჭრობდა, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს. როგორც ადგილზე ამბობენ, 3 კვირაა, ქუჩაში ცხოვრობს, გადაბმით… ყველა მძიმე თანმდევი მოვლენით… იქნებ ერთად ვაიძულოთ, ხელისუფლების […]

მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა – ,,ეს ჩვენ ერთობლივი საქმის კეთებით დავიმსახურეთ, ერთად გავახარეთ და დავაპურეთ უამრავი ოჯახი, ჩავაცვით, დავახურეთ, ავუშენეთ…”

მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა - ,,ეს ჩვენ ერთობლივი საქმის კეთებით დავიმსახურეთ, ერთად გავახარეთ და დავაპურეთ უამრავი ოჯახი, ჩავაცვით, დავახურეთ, ავუშენეთ..."

ამერიკაში მცხოვრებ მზია წულუკიძეს ნიუ იორკის მერიის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების საღამო დიანა ბაგრატიონის ფონდის ორგანიზებით შედგა ნიუ იორკში. ,,ჯილდოებს, რომლებიც მიღებული მაქვს ნიუ ორკის ასამბელიას, ნიუ ორკის კონგრესის მხრიდან, დღეს კიდევ ერთი ჯილდო და აღიარება შეემატა. ეს არის ნიუ ორკის მერიის ჯილდო. ეს ჯილდოები ჩემთან ერთად თქვენ, თითოეულ ემიგრანტს გეკუთვნით, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გაიზიაროთ ჩემი […]

ელისო კილაძე: ,,ჯოჯოხეთი ტრიალებს! ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! გიპოვით!”

ელისო კილაძე: ,,მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ციხეში გადაიყვანონ, დღეს გამოკვლევებს უკეთებენ"

,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე იმ უდიდეს პრობლემაზე წერს, რის წინაშეც დღეს საქართველო აღმოჩნდა – ნარკოტიკების უპრობლემო შემოტანა-მოხმარებაზე. ,,ჯოჯოხეთი ტრიალებს საქართველოში. ჩემი თაობა ნემსმა დაღუპა, ჩვენი შვილების თაობას ღუპავს მკვლელი ნარკოტიკი. მასშტაბი იმდენად დიდია, ამ ოდენობის ,,ამფეტამინის”  შემოტანა საზღვარზე წარმოუდგენელია. საქმეში ჩახედული ადამიანები მეუბნებიან, რომ ნარკოტიკი საქართველოში მზადდება იატაკქვეშა ლაბორატორიებში! ძებნა უკვე დავიწყე! თუ გაქვს […]

ნატა ფერაძე ციხის მენიუზე – ,,ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით…”

ნატა ფერაძე ციხის მენიუზე - ,,ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით...''

უფლებადამცველი ნატა ფერაძე ციხის მენიუზე წერს. მისი თქმით, რომ არა ციხის გარედან მიწოდებული საჭმელები, ადამიანი იქიდან მძიმედ დაავადებული გამოვა. ,,დმი-ს მენიუზე: ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი. იქ რომ  ,,პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5-დღიანი ასეთი კვების გამო. ნუ ,,პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის ცენზურას და რა – არა. […]

პერის პატრონი გარდაეცვალა, აღარავინ ჰყავს, ვისთანაც იცხოვრებს – ,,უკეთილესი და რაღაცნაირი დაუცველი ძაღლია, გთხოვთ, დავეხმაროთ გაჩუქებაში”

პერის პატრონი გარდაეცვალა, აღარავინ ჰყავს, ვისთანაც იცხოვრებს - ,,უკეთილესი და რაღაცნაირი დაუცველი ძაღლია, გთხოვთ, დავეხმაროთ გაჩუქებაში"

ეკო ბედიაშვილი წერს ძაღლზე, რომელსაც ერთადერთი პატრონი გარდაეცვალა და სამ დღეში ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანენ. პოსტის ავტორი საზოგადოებას მოუწოდებს, პერის ახალი პატრონის მოძებნაში დაეხმარონ. ,,პერი 8 წლის ბრეტონული ეპანიოლია. ჩუქდება, იმიტომ, რომ გარდაეცვალა ოჯახის ერთადერთი წევრი და ერთადერთი პატრონი, სამწუხაროდ, მისი აყვანის სურვილი არც ერთ ახლობელს ამ დრომდე არ გამოუთქვამს, ახლაც მეზობელს ჰყავს შეფარებული, მაგრამ რამდენიმე […]

,,ზურა ბერიკაშვილმა თვალი გაახილა” – სასიხარულო ინფორმაციას ირაკლი ჩოლოყაშვილი ავრცელებს

,,ზურა ბერიკაშვილმა თვალი გაახილა" - სასიხარულო ინფორმაციას ირაკლი ჩოლოყაშვილი ავრცელებს

მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი თავის მეგობარზე, მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ,,რადგან მწერთ და გაინტერესებთ, გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ… დღეს გააღვიძეს, თვალი გაახილა…”, – დაწერა ირაკლი ჩოლოყაშვილმა სოციალურ ქსელში. ზურა ბერიკაშვილი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ინფარქტის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. ის ბუნებრივ კომაში იყო.

ბესო ზანგური ,,ქართულ ოცნებას” – ,,დაგაკელით რამე?!.. თავი მაქვს გადაკლული თქვენთვის!”

ბესო ზანგური უსახლკაროდ დარჩა

მსახიობი ბესო ზანგური უკმაყოფილოა იმით, რომ საახალწლო კონცერტებზე არ მიიწვიეს. ის ,,ფეისბუქით” მიმართავს ,,ქართულ ოცნებას” და წერს: ,,არ მესმის, თავი მაქვს გადაკლული, სრული ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით ,,ქართული ოცნებისთვის”, იქამდე გადავაკვდი, რომ ლიბერალებმა პირველი მე დამარტყეს და ჩემი წლობით, სისხლით და ჯანმრთელობის ფასად შექმნილი როლები მომიხსნეს, ისე გამაშავეს. ნუთუ ის ხალხი უფრო გამოსააჩენია ახალი წლის […]

,,უპრეცედენტო ოპერაციისთვის ამზადებენ, რომელსაც ადამიანების ნეიროქირურგები გააკეთებენ” – გუშინ დაშავებული მიუსაფარის მდგომარეობა მძიმეა

,,უპრეცედენტო ოპერაციისთვის ამზადებენ, რომელსაც ადამიანების ნეიროქირურგები გააკეთებენ" - გუშინ დაშავებული მიუსაფარის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ დაშავებული მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, პიროტექნიკა აუფეთქეს პირში, უმძიმეს მდგომარეობაშია. მას ამ წუთებში რთული ოპერაციისთვის ამზადებენ, რომელსაც ადამიანების ნეიროქირურგები ჩაატარებენ. ,,იწყება მზადება უპრეცედენტო ოპერაციისთვის. ჩვენს,უკვე ყველას ძაღლს, თავის ქალის დეკომპრესიული ტრეპანაცია გაუკეთდება. ამ ოპერაციას ადამიანების ნეიროქირურგები გააკეთებენ. სხვა გზა უბრალოდ აღარაა… უნდა გაუძლოს”, – წერს ცხოველთა უფლებების დამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელმაც ძაღლი ბაღდათიდან თბილისში […]

გიორგი გაბუნია ბაბი კირკიტაძეზე: ,,დღეს ცუდად გახდა ჩემი მეგობარი… ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ?”

გიორგი გაბუნია ბაბი კირკიტაძეზე: ,,დღეს ცუდად გახდა ჩემი მეგობარი... ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ?"

იუმორისტი გიორგი გაბუნია წერს, რომ მისი მეგობარი, მომღერალი ბაბი კირკიტაძე დღეს ცუდად გახდა და ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვერ მივიდა საგამოძიებო უწყებაში. ,,გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეგობარი, ბაბი, საკმაოდ მძიმე ემოციური წნეხის ქვეშაა, ჩავთვალე, მე დავწერო ეს პოსტი! დღეს გახდა ადამიანი ცუდად (ალბათ არ მკითხავთ,  რატომო) და ჩვენების მიცემა გადაიდო ორშაბათისთვის,რაც ზუსტად ვიცი. მაგრამ […]