კატეგორია: სამართალი

ბათუმში ქალმა 4 წლამდე გოგონა ცემით მოკლა

ბათუმში 4 წლამდე გოგონა ოჯახის ნაცნობმა ცემით მოკლა. აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მკვლელი უზბეკი ქალბატონია, რომელმაც ცემის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი პოლიციის განყოფილებაში თავად მიიყვანა. მან სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ თავად უამბო. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ნაგვის ურნაში მოკლული ბავშვის ტანსაცმელი და დანაც იპოვეს. თუმცა უცნობია, გამოიყენა თუ არა უზბეკმა ქალმა ბავშვზე ძალადობისას ცივი იარაღიც. ბავშვი ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. […]

რამდენიმე საათის წინ თბილისში მკვლელობა მოხდა

რამდენიმე საათის წინ თბილისშიო მკვლელობა მოხდა. 34 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. […]

„ცოლს დაურეკა, აღარ დავბრუნდები და ბავშვებს მიმიხედეო“ – ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მამამ ხეზე ჩამოკიდებული იპოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ,,დიანიუსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ხეზე ჩამოკიდებული მამამ ნახა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ,,როგორც გავიგეთ, ჯერ მეგობრებს დაემშვიდობა, შემდეგ კი მის ცოლს დაურეკა და ესე უთქვამს აღარ დავბრუნდები და ძალიან […]

ვიდეოში პატიმარი შველას ითხოვს, ყვირის, რომ სტკივა და ცუდად არის – რას ამბობს შსს – ვიდეო

გვიან ღამით გავრცელდა ვიდეო, სადაც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ზეწოლას ახდენენ. კარდებში ხელშეკრული მამაკაცი ყვირის, რომ სტკივა და შველას ითხოვს, ამბობს, რომ ცუდად არის, მაგრამ მას სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალურ ქსელში  გავრცველებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ყაჩაღობაში ბრალდებული პირისგან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა […]

33 წლის იზოლდა აბაშიძეს ლიფტში 62 ჭრილობა მიაყენეს

თავდასხმა 33 წლის ქალზე, რომელსაც ბოროტმოქმედმა 62 ჭრილობა მიაყენა – შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იზოლდა აბაშიძე მშობლებთან სტუმრად მიდიოდა. საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შესვლისთანავე მას ბასრი საგნით შეიარაღებულმა მამაკაცმა მრავლობით ჭრილობა თავის ქალის, სახის, გულ-მკერდის, ზურგის, წელის და ფეხის არეში მიაყენა. იზოლდა აბაშიძე ამ დრომდე სიკვდილს ბათუმის ჰოსპიტალში ებრძვის. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. […]

“ბახალა იმიტომ დააპატიმრეს, რომ ირაკლი ქორიძისთვის დაედო ხელი” – მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს და მის ბიზნესპარტნიორს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ცნობილი ექიმების, ქორიძეების, ოჯახის წარმომადგენელს, ირაკლი ქორიძეს, ნარკოვაჭრობა ედება ბრალად, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, მეტსახელით ბახალას, რომელიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის უკვე იხდის და 8 წელი აქვს მისჯილი, ბრალის დამძიმება და 15 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 2017 წლის 24 იანვარს სამართალდამცავებმა თურქეთიდან მომავალი კატასტროფის ბრიგადის მანქანის მძღოლი ჯაბა ხულორდავა დააკავეს. მას მანქანაში 850 აბი სუბოტექსი უპოვეს. ხულორდავამ […]

14 წლის ბიჭმა დედა და ბებია დაანაწევრა და 10 დღე სარდაფში ინახავდა, დას კი დუმილს აიძულებდა – სასტიკი მკვლელობა

მორიგი შემზარავი შემთხვევა მოხდა რუსეთში. ტვერსკის ოლქში, 14 წლის მოზარდმა გამზრდელი ბებია და დედა მოკლა, რომლებიც მას 2 წლის ასაკიდან ზრდიდნენ. ბიჭმა ისინი დაანაწევრა და 10 დღის განმავლობაში სარდაფში მალავდა. გამოძიების თანახმად, 6 მაისს, მოზარდმა 81 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავში. შემდეგ კისრისა და მკერდის არეში. ქალი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭმა ის […]

დოდო გუგეშაშვილს მეგობარმა საიდუმლოდ წერილი გადასცა – ,,ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას”

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმა რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს აძლევს წერილი, რომელიც მას მეგობარმა შვილის საფლავზე გადასცა. -როდესაც შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს საფლავზე ამიყვანეს, ჩემი მეგობარი, რომელიც სასაზღვროში მუშაობდა, მოვიდა და ხელში რაღაც წერილი ჩამიდო… ნუ […]

პოლიციამ აქციების რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა

თბილისში დღეს სხვადასხვა ადგილას აქციების ათეულობით მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა. მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე. -ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, – განაცხადა ლონდა […]

კახეთში შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, […]

sarkenews.ge © 2017-2018