კატეგორია: პოლიტიკა

ახალ მთავრობაში 3 ახალი მინისტრი იქნება

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი. ხვალ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო […]

სოზარ სუბარმა ყოფილი პრემიერი გააკრიტიკა – ,,კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო”

სოზარ სუბარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა. -როგორც ჩანს, კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო, რამაც გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ, გადახალისება მოითხოვა. ამის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ეს ძალიან ნორმალური პროცესია, განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რისი განხილვაც საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე ხდებოდა, ის იყო, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების […]

თეა წულუკიანი ახალ მთავრობაშიც იქნება – ,,კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები მისი გადაყენების”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის თქმით, მინისტრთა კაბინეტში მთავარი ცვლილება ეკონომიკურ გუნდს შეეხება. ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოსაზრებით, თეა წულუკიანი მომავალ მთავრობაში პოსტს შეინარჩუნებს: -ისეთი მთავრობა გვჭირდება, რომელიც ორიენტირებული იქნება, ერთი მხრივ, სოციალური პრობლემების და მძიმე ვითარების გამოსწორებაზე და, მეორე მხრივ, განვითარებაზე. ფინანსთა მინისტრი თავისთავად იცვლება და ვფიქრობ, რომ შეიცვლება ეკონომიკის მინისტრიც. თეა […]

,,ქართულმა ოცნებამ” პრემიერად მამუკა ბახტაძე დაასახელა

,,ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის კანდიდიდატად 36 წლის მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის სავარძელს იკავებდა. განცხადება მედიისთვის მმართველი პარტიის ოფისში არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, სადაც აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა. ახალი თაობა

თეა წულუკიანს თამარ ჩუგოშვილი შეცვლის

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იქნება. ,,რუსთავი 2″- ის ინფორმაციით, შეიძლება ეს პოსტი პარლემნტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დაიკავოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი დიპლომატიურ სამსახურში წავა. რუსთვი 2

გიორგი მარგველაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერმინისტრი”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერის გადადგომისა და დანიშვნის პროცესები, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ვითარდება, არ შეესაბამება ევროპულ გამოცდილებას. მისივე აზრით, სწორი იქნება თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაიკავებს ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას. -მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს […]

პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა […]

ზაზა სარალიძემ აქციები 1 კვირით შეწყვიტა

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია დასრულებულია. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტერიტორია უკვე დატოვეს. სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირთ შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარს სრულად უჭერს. თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, ემორჩილებიან ზაზა […]

ირაკლი კობახიძე – ”ჩვენი ამოცანაა, საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალის გამოყენებით”

”ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი ვიყოთ, ამოცანა ის კი არ არის, რომ მიტინგის დარბევის დროს 6 კაცის მაგივრად 3 კაცი შემოგვაკვდეს, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალადობის გამოყენებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, […]

ზვიად კუპრავა: “ხელისუფლების შესახებ სკანდალურ ინფორმაციებს ქოცები მაწვდიან”

ვისთან გამართა შეხვედრები ევროპაში, რა ინფორმაციები მიაწოდეს სოზარ სუბარზე და მირზა სუბელიანზე, იყო თუ არა ზონდერი, რა ჭორებს უვრცელებს სუსი, რა მოსთხოვა გიორგი კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს, რას ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრისგან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – თქვენ რამდენიმე წელია, რაც სერიოზულად აქტიურობთ. უამრავი სკანდალური ფაქტი გაქვთ გასაჯაროებული […]

sarkenews.ge © 2017-2018