კატეგორია: გულახდილი

,,დედა მაყვედრის, რომ საჭმელს მაჭმევს”

,,დედა მაყვედრის, რომ საჭმელს მაჭმევს"

,,სარკე” მითხარით, 17 წლის გოგომ სად ვიმუშაო! თუ ვინმემ იცით ისეთი სამსახური, სადაც დამასაქმებენ, იქნებ შემეხმიანოთ. უკვე აღარ შემიძლია დედისგან საჭმლის დაყვედრება. ნეტა, ჭამა საერთოდ არ არსებობდეს, ასე რამდენი ადამიანი იქნებოდა მშვიდად, მათ შორის – მეც. დედა ძალიან ბევრს შრომობს. ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს. ძალიან მინდა, მხარში ამოვუდგე, მაგრამ, აბა, როგორ?! ეს მისთვისაც არაერთხელ მითქვამს, მაგრამ […]

,,უცხოელ რძალს მონებად ვუნდივართ”

,,უცხოელ რძალს მონებად ვუნდივართ"

,,სარკე” ჩემი შვილი პროგრამისტია. სულ მადლობებს ვუხდიდი განგებას, რომ ასეთი შვილი მარგუნა. მის მომავალს ნათელ ფერებში ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ პანდემიამ დამღუპა! ჩემდა ჭირად იყო ეს კორონა! კომპანიიდან, სადაც ჩემი შვილი მუშაობდა, თანამშრომლები დაითხოვეს. სწორედ იმ პერიოდში უცხოეთიდან, კერძოდ კი აღმოსავლეთ ევროპიდან, კონსულტანტად ერთი ქალი იყო ჩამოსული. ისიც ჰაერში გამოკიდებული დარჩა, […]

,,პირველი ცოლისგან გამოქცეული ქმარი შერიგებას მთხოვს, მაგრამ უარს ვეუბნები”

,,პირველი ცოლისგან გამოქცეული ქმარი შერიგებას მთხოვს, მაგრამ უარს ვეუბნები"

,,სარკე” არ უნდა შეგეცოდოს – ამ სიტყვებს საკუთარ თავს ხშირ-ხშირად ვუმეორებ. არ მინდა, გრძნობებმა მძლიოს და შევურიგდე. ჯერჯერობით უარს ვეუბნები, მაგრამ არ ვიცი, ჩემი უფროსი შვილის თვალებს როდემდე გავუძლებ. ის ძალიან პატარაა, მაგრამ კაცივით აზროვნებს. სულ მეკითხება, მამა ჩვენ გვერდით რატომ არ არისო. იმხელა არ არის, დავსვა და ყველაფერი ვუამბო. ზოგჯერ ვხვდები, მამაზე რაღაც უნდა […]

,,კლასელები ცილს მწამებენ, რომ მასწავლებელი მიყვარს”

,,კლასელები ცილს მწამებენ, რომ მასწავლებელი მიყვარს"

,,სარკე” ზოგმა ისეთი ხუმრობა იცის, რომ გინდება, სახეში გაარტყა. 16 წლის ბიჭი ვარ და პირველად გამიჩნდა სურვილი, ვიღაცებს ჩამოვუარო და სილა გავაწნა! ცილს მწამებენ, რომ მასწავლებელი მიყვარს. მშვიდად ავუხსენი, რომ ტყუილი იყო, მაგრამ არ ჩერდებიან. სკოლაში ძალიან ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელი მოგვივიდა. რატომღაც თავიდანვე სხვანაირი თვალით შეხედეს და გაკვეთილებზე ხმაური დაიწყეს. მეც მათ შორის ვიყავი. გაკვეთილს […]

,,ჩემი დის ქორწილის დღეს მამა სახლიდან წავიდა”

,,ჩემი დის ქორწილის დღეს მამა სახლიდან წავიდა"

,,სარკე” 17 წლის გოგო ვარ. რამდენიმე დღის წინ მამა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა. უარი ვუთხარი. არ მომინდა მასთან ლაპარაკი. დედა მეუბნება, რომ უნდა შევხვდე და ურთიერთობა აღვადგინო, ბოლო-ბოლო ის მაინც გავიგო, რა უნდა ჩემგან. მე ფეხს ვითრევ, მგონია, რომ არ ვარ მზად მისი სახის სანახავად. ასე იმიტომ გამამწარა, რომ ჩვენი ოჯახის უბედნიერეს […]

,,მე ოჯახისთვის უცხოეთში ვწვალობ, ჩემი რძალი კი იმაზე ფიქრობს, ქერად როგორ იქცეს”

,,მე ოჯახისთვის უცხოეთში ვწვალობ, ჩემი რძალი კი იმაზე ფიქრობს, ქერად როგორ იქცეს"

,,სარკე” ქალებს ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, სანამ საქართველოს დავტოვებთ და თვითმფრინავში ჩავსხდებით. ვინც ჯერ კიდევ არ წამოსულა ემიგრაციაში, ვურჩევ, დაჯდეს და კარგად დაფიქრდეს, რისთვის სურს წასვლა. აიღოს ფურცელი, კალამი და ჩამოწეროს, რისი გაკეთება უნდა. რა თქმა უნდა, ყველა პუნქტში ისეთი რამ უნდა ჩაწეროს, რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და არავითარი სხვა რამ! მერე […]

,,ყოფილი ქმრის ცოლი მეჩხუბება, ჩემს დედამთილს შენ რატომ უყვარხარო”

,,ყოფილი ქმრის ცოლი მეჩხუბება, ჩემს დედამთილს შენ რატომ უყვარხარო"

,,სარკე” სასწაული რაღაც მჭირს. გავთხოვდი, ქმარი მამწარებდა, გამოვთხოვდი და ახლა მისი ცოლი მამწარებს. მეჩხუბება, ჩემს დედამთილს შენ რატომ უყვარხარო. არავისგან გამიგონია აქამდე, რომ ყოფილი ქმრის ცოლი ასე ერეოდეს ვინმეს ცხოვრებაში. 20 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ახლა ვხვდები, რომ ოჯახის შესაქმნელად არანაირად ვიყავი მზად. მე დედისერთა ვარ და მიჩვეული ვიყავი, ჩემ ნაცვლად სხვებს ეკეთებინათ საქმეები. ოჯახური ცხოვრება […]

,,დაქალი მეუბნება, შეყვარებული იარების გამო დაგიწუნებსო”

,,დაქალი მეუბნება, შეყვარებული იარების გამო დაგიწუნებსო"

,,სარკე” გამარჯობა! ამ წერილს 16 წლის გოგო გწერთ. ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული. მიყვარს ბიჭი, რომელიც ჩვენს თანატოლებში საუკეთესო მგონია. მასაც ძალიან ვუყვარვარ, დიდი პატივისცემით მექცევა და, როგორც ჩანს, ზოგ-ზოგიერთებს სწორედ ეს არ მოსწონთ. ჩემი ოჯახიც იცნობს, მათთვის არაფერი დამიმალავს. შეიძლება დიდად არც ესიამოვნათ ჩემგან ამის თქმა, მაგრამ არც დაუშლიათ. იციან, რომ კარგი ბიჭია და ძალიან […]

,,მეზობელი მშიერ მონას მიწოდებს, ამას წინათ პირდაპირ ფეხებთან დამიფურთხა”

,,მეზობელი მშიერ მონას მიწოდებს, ამას წინათ პირდაპირ ფეხებთან დამიფურთხა"

,,სარკე” ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ ძალიან მარტივ რამესაც ვერ ხვდებიან მარტივად და მაინცდამაინც უნდა დაუღეჭო. ან იქნებ უბრალოდ თავს ისულელებენ, თითქოს ვერ ხვდებიან. 10 წელზე მეტია, რაც პროდუქტების მაღაზიებში მოლარედ ვმუშაობ და გაოგნებული ვარ ადამიანების უცნაურობებით. იმდენი რამე მინახავს, სულ ვამბობ, არაფერი გამაკვირვებს-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად, ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. ერთი პერიოდი ჩემი უბნის მაღაზიაში ვმუშაობდი. იქ […]

,,ჭორებს ავყევი და შვილს გამოვუცხადე, რომ ამ გოგოს ცოლად მხოლოდ მაშინ მოიყვანდა, როცა მე მოვკვდებოდი”

,,ჭორებს ავყევი და შვილს გამოვუცხადე, რომ ამ გოგოს ცოლად მხოლოდ მაშინ მოიყვანდა, როცა მე მოვკვდებოდი"

,,სარკე” ამ წერილს მათთვის ვწერ, ვინც სხვების ხმებს ყვებიან და ბოროტი ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან. სამწუხაროა, რომ მეც მათ რიცხვში აღმოვჩნდი და სარძლოს შეურაცხყოფას ვაყენებდი. ორი ბიჭის დედა ვარ. უფროსი შვილი ისეთ ასაკში დაქორწინდა, აქეთ ვეხვეწებოდით, ცოლი მოიყვანეო. სამაგიეროდ, უმცროსმა დაგვაყენა ნაადრევ ასაკში ფაქტის წინაშე, გოგო მიყვარს, ცოლად უნდა მოვიყვანოო. ვფიქრობდით, რომ საქორწინო ასაკი არ […]