კატეგორია: გულახდილი

“ჩემი რძალი ისეთ სცენებს აწყობს, ზაფხულში ბავშვები მშობლიურ სოფელში ვერ ჩამიყვანია“

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და ქალაქიდან თავის დაღწევას მეტნაკლებად ყველა ცდილობს, თუმცა დასასვენებლად წასვლა ძვირი სიამოვნებაა, თუ სახლი დასაქირავებელი გაქვს, ფინანსები კი მცირე. მსგავსი პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ჩვენს მკითხველსაც აწუხებს, რომელიც თავის წუხილს გვიზიარებს. “როგორ შეიძლება ადამიანს ზაფხულის მოსვლა არ გიხაროდეს. მთელი ოჯახი თბილისში ვიბუგებით. წასასვლელი არსად გვაქვს. ჩემი ქმრის სოფელი ისეთი მიუვალია […]

“მამაკაცმა, რომელმაც ორსული მიმატოვა, ჩემი შვილის გაცნობა ახლა მოინდომა”

20 წლის წინ ისეთი ამბავი გადამხდა თავს, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ასეთი რამ სხვას რომ დამართნოდა, ალბათ გავკიცხავდი, ვიტყოდი, რომ შეეძლო ამ განსაცდელისგან თავის დახსნა, მაგრამ… ხომ იცით, სხვა სხვის ცხოვრებაში ბრძენიაო, ნათქვამია. როცა გონიერება უნდა გამომეჩინა, მხოლოდ ინსტინქტებს მივენდე და თავი დიდ პრობლემაში გავყავი. უნივერსიტეტში ერთი ბიჭი შემიყვარდა. მას უმაღლესი უკვე დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ ჩვენს […]

“ქალი, რომელმაც ნარკოტიკებისგან მიხსნა, დედაჩემის ლოცვამ მაპოვნინა”

ნარკომანიას არცთუ უსაფუძვლოდ უწოდებენ ჯოჯოხეთის ჭაობს. ის მომაკვდინებელი სენია. როგორც ამბობენ, ნარკოტიკებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ფიზიკურზე ძლიერია და უფრო ხანგრძლივადაც მიმდინარეობს. მისგან გათავისუფლება ლამის სასწაულს უტოლდება. ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა კაცი (რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა) რამდენჯერმე ეცადა ამ ჭაობიდან ამოსვლას, მაგრამ უშედეგოდ – ვერ შეძლო. ეს საშინელი ბოროტება ვერც თავისი ძალებით დაძლია და ვერც სხვათა ძალისხმევით. […]

“დაქალის მშობლები მე და ჩემს ძმას გვწყევლიან”

ჩემი დაქალი უცნაური ადამიანი აღმოჩნდა. არ ვიცოდი, ასეთ თვისებებს თუ გამოავლენდა, თორემ ახლოსაც არ გავეკარებოდი. ახლა ვერც ზურგს ვაქცევ, რადგან პრობლემები აქვს, მაგრამ აღარც მის გვერდით ყოფნა შემიძლია. ცხვირი ნამდვილად წაიტეხა, მეცოდება, მაგრამ ამაში მე არ ვარ დამნაშავე და არც ჩემი ძმა. მისი მშობლები კი სწორედ ჩვენ გვადანაშაულებენ, განსაკუთრებით – ჩემს ძმას. რამდენჯერმე ჩემ გასაგონად […]

“ცოლად ვერ გავყვები მამაკაცს, რომელიც პირველ ცოლთან გაშორების მიზეზს მალავს”

”გავიცანი მამაკაცი, რომელსაც შევუყვარდი, მეც მიყვარს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. ისიც ჩემსავით ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, მაგრამ შვილი არ ჰყავს. მე კი 7 წლის გოგონას დედა ვარ და ბევრი რამის გაანალიზება მჭირდება. საყვარელ მამაკაცთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ მასთან სერიოზულ ურთიერთობას ვერ ვწყვეტ. მიზეზი ის არის, რომ არაფერს მეუბნება, […]

ღალატით შებილწული სარეცელი – “ჩემი ქმარი არ იმსახურებდა იმას, რაც გავუკეთე”

არსებობს ისეთი საქციელი, რომელსაც ვერასოდეს გამოისყიდი, ყოველ წამს შეგახსენებს თავს, მასზე ფიქრები დაგტანჯავს და სიცოცხლეს გაგიმწარებს. ასეთი საქციელია ღალატი და ამ შემთხვევაში ცოლქმრულ ღალატზე გვექნება საუბარი. ჩვენი რესპონდენტი საშუალო ასაკის ქალი ლანაა. წესით, მშვიდი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, რადგან კარგი შვილი, რძალი და შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ ის შინაგანად ვერ წყნარდება, სულ აფორიაქებულია, გარდაცვლილი ქმრის წინაშე სინდისის […]

,,შეყვარებული კი წამართვა, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხებ, ქმარს ვერ წავართმევ” – შურისძიებისგან გათავისუფლება

იშვიათია ადამიანია, რომელსაც შეუძლია ისეთი ვნების მართვა, როგორიც არის შურისძიება. ჩვენი რესპონდენტი, თიკა, სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება. რევანშის შანსი მიეცა, მაგრამ სურვილი დაიოკა და თავისი გზა გააგრძელა. მის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული, მაგრამ წაართვეს, მარტო დატოვეს. განცდილი ტკივილის მიუხედავად, თავის პატიოსან ბუნებას არ უღალატა, საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩა. თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში, ამაზე თავად […]

“ოჯახმა ჩემი წყალობით მოითქვა სული, ახლა კი ყველამ ზურგი მაქცია”

თურმე ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. ძალიან ახლობელიც რომ იყოს, მაინც საკუთარ თავს დააყენებს პირველ ადგილზე და მერე შენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. ოჯახის წევრებს სანამ ვჭირდებოდი, კარგი გოგო ვიყავი, ხელისგულზე მატარებდნენ. ჩემი წყალობით მოითქვეს სული, ახლა კი ყველამ ზურგი მაქცია. მეუბნებიან, სამარცხვინო ქალი ხარ, დისშვილს და ძმისშვილებს ცუდ მაგალითს აძლევო. […]

“ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის ერთი ბიჭი მურმანის ეკალივით ჩადგა”

გამარჯობათ! მე 18 წლის გოგო ვარ. ზაფხულში გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. სულ მასზე ვფიქრობ, მისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ. მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენ შორის მურმანის ეკალივით დგას მისი ძმაკაცი, რომელსაც ჰგონია, რომ მატყუარა გოგო ვარ, შეყვარებულს მივატოვებ და გულს ვატკენ. ალბათ იკითხავთ, ასეთი უნდობლობა რითი დავიმსახურე. 15 წლის ვიყავი, როცა ერთი ბიჭის მიმართ სიმპათია […]

“ჩემს მამიდაშვილებს ჰგონიათ, რომ პაპის ქონებაში ვეცილები”

ზუსტად ვიცი, რომ ამ წერილს ბევრი ჩემი ახლობელი წაიკითხავს და ჩემი მიზანიც ეს არის. ძალიან მინდა, ვიღაც-ვიღაცებს გავაგებინო, რომ სხვის ქონებაზე დახარბებული არ ვარ და არც ჩემი მშობლები იყურებიან სხვების სახლ-კარისკენ. 17 წლის დედისერთა გოგო ვარ და რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს. კარგი იქნება, ამას ზოგ-ზოგიერთებიც თუ მიხვდებიან. მამაჩემს სოფელი აქვს, სადაც მამიდაჩემი და მისი შვილები […]

sarkenews.ge © 2017-2018