ზაზა პაპუაშვილს ცხვირში ნიკა მელიას მუშტი მოხვდა – ,,მისაღები მიიღო და კიდევ მიიღებს”

ზაზა პაპუაშვილს ცხვირში ნიკა მელიას მუშტი მოხვდა - ,,მისაღები მიიღო და კიდევ მიიღებს"პარლამენტის ფოიეში კამერების მიღმა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიასა და დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ნიკა მელია იცით, რაც არის და ვინც არის. გამოიწვია ის, რომ ეს მომხდარიყო – მიკროფონები და კამერა. რაც მისაღებია, მიიღო და კიდევ მიიღებს თავისი უზრდელობის და უტაქტობისთვის. არჩევნები ახლოვდება და ამ თემების აწევა უნდა”, – განმარტა პაპუაშვილმა.

მედიამ დეპუტატის ჩაწერა მხოლოდ ინციდენტის შემდეგ მოახერხა, ხოლო ნიკა მელია ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს (იხილეთ ვიდეო).

პრაიმტაიმი