ვიდეო – ცეცხლმოდებული თვითმფრინავი – ხალხი ტრაპებიდან ხტებოდა

ვიდეო - ცეცხლმოდებული თვითმფრინავი - ხალხი ტრაპებიდან ხტებოდამოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა. მურმანსკში მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

თვითმფრინავმა პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა.

ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.

პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი დაარტყა და ცეცხლი გაუჩნდა.

გასაბერი ტრაპების მეშვეობით 73 მგზავრის და ეკიპაჟის ევაკუირება მოხდა.

ხალხი ტრაპებიდან ხტებოდა, – წერს რუსული მედია.

ავარიული დაჯდომის დროს 26 ადამიანი დაშავდა.

კატასტროფა შერემეტიევოში

❗ ამ წუთებში მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია. მურმანსკში მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Sonntag, 5. Mai 2019

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019