,,ვერ ვიჯერებ, რატომ გათენდა დღე უშენოდ” – გორში 19 წლის გოგო გარდაიცვალა

,,ვერ ვიჯერებ, რატომ გათენდა დღე უშენოდ" - გორში 19 წლის გოგო გარდაიცვალათითქმის სამთვიანი კომის შემდეგ გორში 19 წლის ნაილი მელაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,დიანიუსი” ავრცელებს. გოგონას ექიმებმა მწვავე სისხლის გენეტიკური დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს და იგი 1 მარტიდან დღემდე უმძიმეს დაავადებას ებრძოდა.

,,ნაო, ჩემო ანგელოზო, ვერ ვიჯერებ, დაჯერება არ მინდა. რატომ, რატომ გათენდა დღე უშენოდ. სიტყვებს ვერ ვპოულობ, შენ ხომ ჯერ უნდა გეცოცხლა, რამდენი ოცნება გქონდა. რომ მახსენდები, გული საშინლად მტკივა. გელოდებოდით, ყველა გელოდებოდით, რომ ფეხზე დადგებოდი და ისევ ისე იქნებოდი, როგორიც იყავი – სიხარულით სავსე, მომღიმარი, პოზიტიური.

არ მჯერა, არაა. ყველაფერს წარმოვიდგენდი ამის გარდა. როგორ გვტკივა უშენობა, როგორ დაგვაკლდები, როგორი  იმედი მქონდა, რომ ჩაგეხუტებოდი, ისევ გამოვიდოდი და დაგინახავდი შენი სახლის წინ, გამოვიქცეოდი და ჩაგეხუტებოდი. როგორ მინდოდა, როგორი დიდი ტკივილი ხარ, როგორ მოგვენატრები, ჩემო ლამაზო.

რატომ მოგექცა ცხოვრება ასე სასტიკად…  საშინელი დღე გათენდა. უზომოდ მენატრები, ნაო, ჩემო ანგელოზო, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული”, – წერს ნაილი მელაძის მეგობარი.

,,ვერ ვიჯერებ, რატომ გათენდა დღე უშენოდ" - გორში 19 წლის გოგო გარდაიცვალა

,,ვერ ვიჯერებ, რატომ გათენდა დღე უშენოდ" - გორში 19 წლის გოგო გარდაიცვალა