თამრიკო ჭოხონელიძე: ,,ასე როგორ გამიმეტეთ?!”

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,ასე როგორ გამიმეტეთ?!"მომღერალი თამარ ჭოხონელიძე საუბრობს იმ ბულინგსა და აგრესიაზე, რომელიც მის გარშემო დატრიალდა მას შემდეგ, რაც მან 17 მაისს ,,დავითიანის” კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

-დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ ქართველმა ხალხმა გამოავლინა საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთსაც არა.

ჩვენ ის ხალხი ვყოფილვართ, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია ერთმანეთის გადათელვა. რაც გაგვიკეთებია,  აღარაფერი არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, ხალხო, რა დაგემართათ, ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე. გაოგნებული ვარ! მინდა, გთხოვოთ და გემუდაროთ… კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, თუმცა ჩემი დამოკიდებულება გითხარით, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო (მეტონიძე), ან ნინო ქათამაძე, ყველა, ვინც გაგვიმეტეთ, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა, ხალხო?”, – განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019