სოფო ნიჟარაძემ ოთო ნემსაძე დაიცვა – ”ოთო ძლიერი მომღერალია, კარგად შეასრულა და ემოცია დადო”

სოფო ნიჟარაძემ ოთო ნემსაძე დაიცვა - ”ოთო ძლიერი მომღერალია, კარგად შეასრულა და ემოცია დადო”ნიკა გვარამიას პოსტს ოთო ნემსაძის ევროვიზიაზე გამოსვლის შესახებ ფეისბუქში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტზე კომენტარი სოფო ნიჟარაძემაც გააკეთა.

”სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით არა.” – დაწერა სოფო ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას პოსტის კომენტარში.

ნიკა გვარამია ოთო ნემსაძეზე – “გულისამრევად ცუდი და ქაჯური ნომერი, გოიმური ჰარმონიები ევროვიზიაზე”