,,შვილი გაგუდა და სხვა კაცთან წავიდა… ბავშვი დღეს დაკრძალეს” – რას ყვებიან გოგოზე, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალად – ვიდეო

,,შვილი გაგუდა და სხვა კაცთან წავიდა... ბავშვი დღეს დაკრძალეს" - რას ყვებიან გოგოზე, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალად - ვიდეოაღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვი დღეს დაკრძალეს. ჩვილის მკვლელობაში მისი 16 წლის დედაა ბრალდებული.

როგორც ამბობენ, დედამ ჯერ ბავშვი გაგუდა, მკვლელობის შემდეგ კი წავიდა მამაკაცთან, რომელთანაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ურთიერთობა, ის სასტუმროში მამაკაცთან ერთად იპოვეს და დააკავეს.

-დილის 6 საათზე დამირეკეს და მითხრეს, გოჩიკო მკვდარია და დედა არ არის. მეგონა, დედამ თავი მოიკლა, ბავშვი რომ ასე ნახა. თურმე დედა მკვდარი კი არ არის, სპეციალურად მოუკლია, გაგუდია ბავშვი და ვიღაც ბიჭთან წასულა, – ყვება აღაიანის მცხოვრები.

დედამ 7 თვის ბავშვი გაგუდა

16 წლის დედის მიერ სასტიკად მოკლული 7 თვის ბავშვი დაკრძალეს

Gepostet von Maestro TV am Mittwoch, 22. Mai 2019