თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დროში გახდება ცნობილი თუ როგორ გადალაგდება ქალაქში ტრანსპორტი.
ამის შესახებ კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ახალი ავტობუსების წარდგენის ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, შესაბამის კვლევას ფრანგული კომპანია აწარმოებს და უახლოეს დროში გახდება ცნობილი, საჭიროა თუ არა სამარშუტო ტაქსები.
-სამარშუტო ტაქსებს რაც შეეხება, ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა ,,მარშუტკები” და ზოგადად ტრანსპორტი ქალაქში როგორ გადალაგდება. უახლოეს მომავალში გვექნება სრული დასკვნა. კვლევას ფრანგული კომპანია აწარმოებს, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერიამ 90 ახალი უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი შეიძინა, რომელთა პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა.
ღონისძებას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.
წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი დაემატება
პია