საბერძნეთში 29 წლის ნათია გვაზავა გარდაიცვალა

საბერძნეთში 29 წლის ნათია გვაზავა გარდაიცვალასაბერძნეთში ქართველი გოგო, 29 წლის ნათია გვაზავა გარდაიცვალა. ნათია დედასთან, ბებიასთან და შვილთან ერთად საბერძნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი ნათია გვაზავა საბერძნეთში გუშინ ჩაფრინდა და საღამოს გარდაიცვალა.

როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ,  ის ძილში გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმთან საუბარში გარდაცვლილის ბიძაშვილი ამბობს, რომ ნინი დაახლოებით 15 წელია, რაც ემიგრანტია.

სოფიო ბანძელაძე, ბიძაშვილი:

„ძილში გარდაიცვალა, მეტი არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ იყო კეთილი, უბოროტო ადამიანი იყო… გული აწუხებდა, გული სტკიოდა  როგორც ყველა ემიგრანტს. უყვარდა საქართველო… სული ელეოდა სამშობლოზე, ყველას ხელს უწვდიდა დასახმარებლად, ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი.

პრაიმტაიმი