როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკი

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკი,,გურია ნიუსის”  ინფორმაციით, ოზურგეთში, შეკვეთილთან ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნება.

პარკი, რომელიც  ბიძინა ივანიშვილმა კეთილმოაწყო, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს და იგი ყოველდღე, დილის 10-დან 19  საათამდე ღია იქნება ნებისმიერი მნახველისთვის.

თავის დროზე ამ ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კიპარისები გაშენდა და დაჭაობებული ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში კორომები ჩამოყალიბდა.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ტერიტორიის ყიდვას, ბათუმელი ბიზნესმენი სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად აპირებდა, რისთვისაც  არსებული 20 ძირი ჭაობის დიდი კვიპაროსი უნდა მოეჭრათ.

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკი„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბავი გაიგო, მყიდველს ბევრად მეტი თანხა გადაუხადა, ტერიტორია გამოისყიდა და იქ პარკის გაშენება გადაწყვიტა. ამით  მან ჭაობის ყველაზე დიდი კვიპაროსები გაჩეხვას გადაარჩინა. ეზო, რომელსაც წვერმაღალასკენ ასასვლელი გზა ორად ყოფდა, გააერთიანა და მოშორებით ახალი, ბეტონის გზა დააგო. იქ გზა მთლიანად იყო დანგრეული და ბეტონის საფარი გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერში თავის დამსახურებას  ყველაზე ნაკლებად ხედავს. ამბობს, რომ მთავარია შენარჩუნდა ამ ეზოს ძირითადი ხიბლი _ ის უნიკალური ჭაობის კვიპაროსები და ხეივანი, რომელიც იქ ბუნებრივად იყო შექმნილი”, – ყვებიან ადგილობრივები.

აღსანიშნავია, რომ ამ პარკის მშენებლობის დასაწყისში „გურია ნიუსმა“ მაყურებელს ექსკლუზიური კადრები შესთავაზა. ჩვენ ამჯერადაც შევძელით გადაგვეღო უკვე დასრულებული პარკი – წვერმაღალას პარკის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში მდებარე პატარა ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები  და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორიარუსიანია.

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკიმეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბეები,  საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.

წვერმაღალას პარკი, რეგიონში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ სხვა უნიკალურ პროექტებთან ერთად, ამ ზონას განსაკუთრებულს ხდის,  როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე დამსვენებლებისთვის.

რაც შეეხება შეკვეთილის დიდ დენდროლოგიურ პარკს, რომელიც თავისი მასშტაბით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში,  მომავალ წელს გაიხსნება.

გურიანიუსი

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკი

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკი

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკი