როგორ გადარჩა 4 წლის ბიჭუნა, რომელიც მე-8 სართულიდან გადავარდა – რას ყვება ექიმი ლევან ხარაშვილი

როგორ გადარჩა 4 წლის ბიჭუნა, რომელიც მე-8 სართულიდან გადავარდა - რას ყვება ექიმი ლევან ხარაშვილი4 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-8 სართულიდან გადავარდა, სტაბილურია. ამის შესახებ  მშობლები.ჯი-ს იაშვილის სახელობის კლინიკის ბავშთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, ბავშვს ჰქონდა პოლიტრავმა – ფილტვის, ღვიძლის დაჟეჟილობა და აღენიშნებოდა ტვინის შერყევაც.
-როგორც მშობლები ყვებიან, ბავშვი მერვე სართულიდან, სავარაუდოდ ფანჯრიდან გადავარდა. ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, უბრალოდ, იმ მომენტში, ოთახში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვი იყო. პირველ სართულზე ყურძნის ხეივანი ყოფილა და იმას დაეცა თურმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ენერგიის ტრავმა იყო, მადლობა ღმერთს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ აღმოჩნდა. კლინიკაში შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო ბავშვის მდგომარეობა, რადგან ჰქონდა პოლიტრავმა, ფილტვის, ღვიძლის დაჟეჟილობა, აღენიშნებოდა ტვინის შერყევაც, მოტეხილობები, საბედნიეროდ, არ ჰქონდა.

ექიმების ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ბავშვის ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელება. გავიმეორეთ ანალიზები და კვლევები და პაციენტი დღეს გავწერეთ სახლში, – განაცხადა ლევან ხარაიშვილმა
გავრცელებული ინფორმაციით, პატარას ადამიანი ობობას ფორმა ეცვა, როცა ეს ამბავი შეემთხვა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მშობლები.ჯი