რა ტრაგედია იმალება თიკა ფაცაციას უკან

რა ტრაგედია იმალება თიკა ფაცაციას უკანტელეწამყვანი თიკა ფაცაცია 3 წლის იყო, როცა მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა.

– ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა. ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო. მაშინ თიკა 3 წლის იყო და არაფერი ახსოვს. ვისაც მსგავსი ტრაგედია შეხვდა ცხოვრებაში, მირჩევდნენ, მეორეზე გადამეტანა მთელი ყურადღება და მისთვის არაფერი მომეკლო.

ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი უბედურება გაიარეს. ახლობელს ერთი შვილი წყალში დაეხრჩო. მისი შვილი ამბობდა, არასდროს მიგრვძნია, რომ ოჯახში შვილი ვიყავიო. დედამისი სულ გლოვობდა, გარდაცვლილი შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს მაგალითები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ თავი ხელში ამეყვანა – იხსენებს მომღერლის და ტელეწამყვანის დედა.
თიკას კიდევ ჰყავს ერთი ძმა ლევან ფაცაცია, რომელიც კალათბურთელია.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019