ქუთაისში ქუთაისელი მომღერლები არ ამღერეს – რას ყვებიან ინდირა ჯგერნაია, მარიტა როხვაძე და ია ტომაში

ქუთაისში ქუთაისელი მომღერლები არ ამღერეს - რას ყვებიან ინდირა ჯგერნაია, მარიტა როხვაძე და ია ტომაში,,ჩვენ არ მოგვცეს საშუალება, გვემღერა ჩვენი ქალაქისთვის”, – ასე ეხმაურებიან მომღერლები ქუთაისში ჩატარებულ გალა კონცერტს, სადაც ცნობილი მომღერლების ნაწილს, რომლებიც ქუთაისთან ასოცირდებიან, სცენაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას თქმით, დედაქალაქში თბილისობის კონცერტებზე ეპატიჟებიან, ქუთაისქალაქობაზე კი სიმღერის უფლებას არ აძლევენ.

-უკვე წლებია ქუთაისში არც ერთ კონცერტზე არ მეძახიან. ვერც კი ვიგებ, როდის რას გეგმავენ და ატარებენ. როცა მერიის კულტურის განყოფილებას ვეკითხებით, ჩვენ რატომ არ გვეძახით-მეთქი, მათი პასუხია, რომ თბილისი წყვეტს და არა – ისინი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – დედაქალაქში თბილისობაზე ვმღერი და ქუთაისში გვირილობაზე არ მამღერებენ,”- აცხადებს ინდირა ჯგერნაია.

-2 მაისობას გილოცავთ, ნამდვილო ქუთათურებო, ჩემი თამადობით. წესით, თქვენთან ერთად უნდა ვიყო და ვუმღეროდე ჩემს ქალაქს, მაგრამ რად გინდა, საერთოდ გაახსენდა ვინმეს, ვინც დაგეგმა დღევანდელი დღე? საკმაოდ ბევრი წარმატებული ქუთაისელის სათქმელი ვთქვი,- აცხადებს მომღერალი მარიტა როხვაძე.

-მეც მინდა orმაისობას კონცერტზე სიმღერა. რამდენი ხანია ჩვენს ქალაქში არ მიმღერია, – ამბობს მომღერალი ია ტომაში.

ვინ და რა პრინციპით შეარჩია მომღერლების სია, რომლებსაც გვირილობის დღესაწაულზე უნდა ემღერათ, ამ კითხვით ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებას მივმართეთ. ,,მთელი საქართველო ქუთაისში” იყო მიშა მდინარაძის მუსიკალური პროექტი, რომელმაც როგორც ავტორმა, თავად გადაწყვიტა, ვინ იმღერებდა.

კონცერტზე იყვნენ ასევე ქუთაისელი მომღრლებიც – სალომე ბაკურაძე და გიორგი მეფისაშვილი. ზოგადად მსგავს შემთხვევებში მუსიკალური ხელმძღვანელი წყვეტს მომღერლების შემადგენლობას და ავტორს ენიჭება სრული შემოქმედებითი თავისუფლება, – აცხადებს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელეონორა გოგოლაშვილი.

ქუთაისში, გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით გალა კონცერტი გაიმართა, სადაც 10-მდე ქართველმა მომღერალმა იმღერა.

ავტორი ირაკლი ვაჩიბერაძე