ქალმა შვილები ბორჯომის ხიდიდან გადაყარა და მოკლა – ,,ამბობდნენ, ამით ქმარზე იძია შურიო”

ქალმა შვილები ბორჯომის ხიდიდან გადაყარა და მოკლა - ,,ამბობდნენ, ამით ქმარზე იძია შურიო"დღეს გავრცელებულმა ამბავმა, რომ დედამ საკუთარი 7 თვის შვილი გაგუდა, გულგრილი არავინ დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის დედამ სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა, 

ამ ამბავმა ნაირა გელაშვილს ერთი ტრაგედია გაახსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბორჯომში დატრიალდა.

-წლების წინ მთელ ქვეყანას მოედო შემზარავი ამბავი, რომ ახალგაზრდა ქალმა თავისი ორი შვილი, გოგონა და ბიჭუნა, ბორჯომის ხიდიდან გადაყარა. ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ. მაშინაც ბევრი ვერსია ვრცელებოდა, ერთ-ერთის მიხედვით, ქალმა შვილების დახოცვით ქმარზე იძია შური.

ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა და შეურაცხადად ჩათვალეს. ის ფაიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, მგონი, სამუდამოდ. მას შემდეგ აღარაფერი გაგვიგია ამ ქალის შესახებ. ცოცხალია თუ არა, ისიც არ ვიცით. ეს ამბავი კი მეხსიერებაში ყველას ცუდად დაგვრჩა, – მოუყვა ქალბატონმა ნაირამ სარკენიუს.ჯი-ს.