ოთო ნემსაძე: ,,აი, ასეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას”

ოთო ნემსაძე: ,,აი, ასეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს თამთა გოდუაძე და ქართველმა გულშემატკივრებმა კონკურსზე მხარი კვიპროსის წარმომადგენელს, თამთა გოდუაძეს უნდა დაუჭირონ, ოთო ნემსაძე ეხმაურება:

,,აი, ასეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის. შანსებიც გვაქვს და მაგარ ლაივსაც დავდებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში. აქ საქმე არ ეხება ოთო ნემსაძეს, აქ საქმე საქართველოშია, ასე რომ, ყველა ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში…წარმატებები თამთას”, – დაწერა ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელში.

ფეისბუქის ქართული სათვისტომოების ჯგუფებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ კონკურსზე მხარი უნდა დაუჭირონ კვიპროსის წარმომადგენელს თამთა გოდუაძეს და არა ოთო ნემსაძეს.

ნიუპოსტი