ნოე სულაბერიძე: “ხანდახან მგონია, რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია”

ნოე სულაბერიძე: "ხანდახან მგონია, რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია"ნოე სულაბერიძემ ფეისბუქში დაწერა:
“”ბოლო ოთხშაბათის გადაცემაზე განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. მეგობრების დაჟინებული რჩევა რომ არა, სიმართლე გითხრათ მეუხერხულებოდა პირადის ისტორიის მცირე ნაწილისაც კი საჯაროდ გამოტანა, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადაიდგა. მესამე დღეა ვკითხულობთ თქვენს კომანტარებს. ასეთი დოზით პოზიტიურმა განწყობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ამისთვის, თითოეულ თქვენგანს მინდა გითხრათ ერთი დიდი მადლობა!

ამბობენ, რომ ადამიანებს ჭირში გაიცნობო. პირადი დაკვირვებით მინდა გითხრათ რომ ლხინში მეტად თუ არა, ნაკლებადაც არ იფილტრება ადამიანი. ასეთ დროს თქვენს მიერ მოწერილი ყოველი კეთილი სიტყვა განსაკუთრებულია. შარშან ძალიან ცუდი წელიწადი მქონდა და ხანდახან მგონია, რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია. ამას რომ ვათვითცნობიერებ, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ იმას რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის.

მათ, ვისაც ნაპოვნი გყავთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი სიბერემდე ბედნიერებას გისურვებთ. მათ, ვისაც ჯერ არა, მალე გეპოვმოთ და იგივე ემოციები გენახოთ, რაც ჩვენს გვხვდა წილად.

მადლობა კიდევ ერთხელ.”