ნიკოლოზ რაჭველის კლინიკური სიკვდილი, 11 ოპერაცია, უბინაობა – მუსიკოსი 40 წლის გახდა

ნიკოლოზ რაჭველის კლინიკური სიკვდილი, 11 ოპერაცია, უბინაობა - მუსიკოსი 40 წლის გახდამუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი დღეს 40 წლის გახდა. მას ბევრი რთული პერიოდი აქვს გამოვლილი, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს:

,,ჩემი ცხოვ­რე­ბის 39 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­დამ­ხდა თავს, სი­ხა­რუ­ლიც და ტკი­ვი­ლიც, ბედ­ნი­ე­რე­ბაც და სევ­დაც, წარ­მა­ტე­ბაც და შეც­დო­მე­ბიც… მაგ­რამ ერთი რამ ზუს­ტად ვიცი: ყვე­ლა, სულ ყვე­ლა, ვი­საც ვიც­ნობ და ვი­საც არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ერთხელ მა­ინც და­უკ­რავთ ტაში ჩემ­თვის და ჩემი ორ­კესტრი­სათ­ვის, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სე­ბი არი­ან ჩემ­თვის!

ჰო, ხში­რად არ ვპა­სუ­ხობ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს, ზოგ­ჯერ ვაგ­ვი­ა­ნებ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, ხან­და­ხან მე­გობ­რე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებ ან უბ­რა­ლოდ გულ­ში ვი­ტო­ვებ იმას, რისი თქმაც და გა­მო­ხატ­ვაც მე­რი­დე­ბა. ერთი რამ მინ­და იცო­დეთ ყვე­ლამ: ერთი წა­მით არ და­მე­ნა­ნე­ბა სი­ცო­ცხლე თუ სა­პირ­წო­ნედ თქვე­ნი კარ­გად ყოფ­ნა იდ­გე­ბა. ამას ვამ­ბობ ღმერ­თის წი­ნა­შე გულ­წრფე­ლად.

40 წლის გავ­ხდი. უცებ გა­ირ­ბი­ნა ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­მა, იმ ნა­წილ­მა, რო­მელ­თან გა­მო­თხო­ვე­ბაც, რაღა და­გი­მა­ლოთ და, ძა­ლი­ან მი­ჭირს. მინ­და ჩემ­ში არ გაქ­რეს ახალ­გაზ­რდუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა და გა­ო­ცე­ბის უნა­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით ვუმკლავ­დე­ბი და იმე­დი მაქვს თქვენც, ჩე­მი­ა­ნე­ბი ამა­ში მო­მეხ­მა­რე­ბით!

არას­დროს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი ჯან­მრთე­ლო­ბას და ამი­ტომ 11 ოპე­რა­ცია მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი, კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის ჩათ­ვლით, არას­დროს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი სა­კუ­თარ სახ­სრებს და ამი­ტომ დღემ­დე არ გა­მაჩ­ნია არც სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და ჩემი ერ­თა­დერ­თი რა­ჭის სახ­ლიც თით­ქმის ინ­გრე­ვა, არას­დროს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას და ამი­ტომ არც ერთი მთავ­რო­ბის­გან არ მი­მი­ღია ორ­კესტრი­სათ­ვის გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი, არას­დროს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი სა­კუ­თარ კა­რი­ე­რას და ამი­ტომ ბევ­რჯერ მით­ქვამს უარი მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, რაც ჩემი ორ­კესტრის­თვის ყუ­რა­დღე­ბას მოკ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ იქ­ნე­ბო­და…

რა­ღა­ცას ვნა­ნობ, რა­ღა­ცით ვა­მა­ყობ, რა­ღაც მი­ხა­რია, ზოგ­ჯერ მწყინს, მაგ­რამ ერთი რამ არის, რაც მა­ცო­ცხლებს – ყვე­ლა­ფერ­ში მინ­და სი­კე­თის და და­დე­ბი­თის და­ნახ­ვა, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­აზ­რე­ბას და ყო­ველ­თვის ვიბ­რძო­ლებ, რომ ჩემი გო­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ჩემი გუ­ლის ტყვედ დარ­ჩეს!

და რო­დე­საც აღარ ვიქ­ნე­ბი ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ი­მე­დებს არის ჩემი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც მინ­და, ისე­თი შევ­ქმნა, რომ მე­რეც ჟღერ­დეს. ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­ცე­მუ­ლი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა და უკა­ნას­კნელ ღა­მეს სახ­ლში დე­და­ჩე­მის ცხე­დარ­თან მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი მის სულს ეს შე­ვეხ­ვე­წე… თქვენ კი ყვე­ლას გი­სურ­ვებთ მშვი­დო­ბას და გა­ნუ­ზო­მელ სი­კე­თეს თქვენ­ში, თქვე­ნით და თქვენ­თვის!”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019