ნიკოლოზ რაჭველი – ”15 მაისს მე და კოწიკა ერთად ვხდებით 120 წლისანი…”

ნიკოლოზ რაჭველი - ”15 მაისს მე და კოწიკა ერთად ვხდებით 120 წლისანი...”ნიკოლოზ რაჭველმა ფეისბუქში დაწერა:

”კოწიკას და მე ერთ დღეს გვქონდა დაბადების დღე, თან ზუსტად 40 წლის ინტერვალით… 30 წლის რომ გავხდი, მას 70 შეუსრულდა და ერთად აღვნიშნეთ, ტორტს კი 100 დავაწერეთ და ბევრიც ვიხალისეთ… მერე ჩვენთან ცოტა ხანი იყო, ირგვლივ კიდევ ბევრი სიკეთე დათესა და უცნაურად, მოულოდნელად გაემგზავრა ზეციურ სამყაროში, იმედია იქაც მუსიკალურში:)
მე ჩემს ცხოვრებაში მიუხედავად ხალხის სიყვარულისა, ყოველთვის გამეტებით მმტრობდნენ ან ენთუზიაზმით მაკრიტიკებდნენ კონსერვატორი კოლეგები, ჰოდა აი კონსტანტინე ვარდელი იყო წინა ხაზზე, ვინც თავისი თანადგომით, გამხნევებით და გულწრფელი მხარდაჭერით დიდ ძალას მაძლევდა მეკეთებინა მეტი და მეტი, არ შევშინებოდი არც ჟანრებს და არც კლასიკური ჩარჩოებიდან გასვლებს, რაც მისთვის არასდროს ყოფილა მიუღებელი, რადგან თავად იყო სიმბოლო პროფესიონალიზმთან შეზავებული თავისუფლების და სილაღის როგორც მევიოლინე, როგორც პედაგოგი და როგორც ადამიანი, შეუდარებელი ადამიანი…
15 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ერთად ვხდებით 120 წლისანი…”