მეგობრები პოეტ ნინო კემულარიას დასტირიან – ,,ერთხელ დამიძახე, სანამ წავალ…”

მეგობრები პოეტ ნინო კემულარიას დასტირიან - ,,ერთხელ დამიძახე, სანამ წავალ..."უამრავი მეგობარი დასტირის ახალგაზრდა პოეტს, ნინო კემულარიას. ის მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

,,ძალიან განვიცდი, ვერ წარმოვიდგინე შენი გარდაცვალება! ვუსამძიმრებ ახლობელებს, შენ ჩვენი საამაყო გოგო ხარ, კეთილი და ფერადი, ფერადი ლექსებით”, – წერს რაულ ქირია.

ვაშინერს

მიდის ყვავილობის აპრილობა,

ახლა დრო და ჟამი მიგონებს,

ძველი წერილივით გამაყვითლებს,

თავზე გადამახევს სტრიქონებს…

ისე შევეჩვიე მარტოობას,

ტირილს ზედ შეაშრა ცრემლები,

ყველა საფიქრალი დავმარხე და

მივალ, ამ ცხოვრებას ვეცლები…

მე ჩემს ნაბილიკარს გავაცოცხლებ,

გულებს დავახატავ ნაბიჯად,

ყოველ დანამღერებ სიმღერებს

შენში ვაბიბინებ ნარინჯად…

მიდის უშენობა აპრილობა,

შორით იანვარი მაშინებს,

ერთხელ დამიძახე, სანამ წავალ,

ასე გულგრილობაც ვაშინერ.

ნინო კემულარია