მასაჟისტმა ჩვილს სასიკვდილო ტრავმა მიაყენა – შემთხვევა ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა

მასაჟისტმა ჩვილს სასიკვდილო ტრავმა მიაყენა - შემთხვევა ნიჟნი ნოვგოროდში მოხდანიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე დაბა კონსტანტინოვოს მკვიდრი, რომელმაც მასაჟის დროს ბავშვს კისრის მალები დაუზიანა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიღებული ტრავმის შედაგად ბავშვი მეორე დღეს გარდაიცვალა.

უკრაინის სპეცსამსახური იუწყება, რომ უბედური შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა. ნევროლოგმა ბავშვის მკურნალობის მიზნით მასტიმულირებელი მასაჟის კურსი დაუნიშნა. სამკურნალო პროცესის დროს ბავშვი მუცელზე იწვა, რაღაც მომენტში მან თავი მაღლა ასწია, ამ დროს მასაჟისტმა თავი ჯერ მარჯვნივ, ხოლო შემდეგ მარცხნივ მიუტრიალა. ბავშვს ზურგის ტვინის დახურული ტრავმა განუვითარდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა.

გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ მასაჟისტს სამედიცინო განათლება არ ჰქონდა.

პორტალ „nnovgorod.sled“-ის წყაროს ცნობით, გამოძიების საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა (გაუფრთხილებლობის გამო სიკვდილი).

პრაიმტაიმი, რუსა ღვანიძე