მანდატურმა ვასილ იამანიძემ ბავშვი გადაარჩინა

მანდატურმა ვასილ იამანიძემ ბავშვი გადაარჩინაქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურმა ვასილ იამანიძემ მე-8 კლასელი მოსწავლე სიკვდილს გადაარჩინა. მანდატური იხსენებს, რომ სკოლაში, დერეფნის ბოლოს, საპირფარეშოსთან მოსწავლეების ჩოჩქოლი შენიშნა და მათთან მივიდა, სადაც მე-8 კლასელი ბიჭი დაინახა, რომელიც იატაკზე გონდაკარგული იწვა.

მანდატურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ბრიგადის მოსვლამდე თავად შეეცადა მოსწავლის დახმარებას.

-დრო არ ითმენდა. ბიჭი უგონოდ იყო. ხელში ავიყვანე და მანდატურების ოთახში, პირველ სართულზე ჩამოვიყვანე. შევუმოწმე გულისცემა, სასუნთქი გზები. პირველადი დახმარების ყველა საჭირო ზომას მივმართე და მოსწავლე როგორც იქნა, გონს მოვიყვანე. როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოვიდა, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელი იყო.

შემდგომი გამოკვლევებისთვის ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – იხსენებს რამდენიმე თვის წინ მომხდარ ამბავს მანდატური ვასილ იამანიძე.

ირაკლი ვაჩიბერაძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019