,,ლოლას გარეშე არაფერი ხარ” – რა გამოხმაურება მოჰყვა გიორგი წერეთლის ახალ სიმღერას

,,ლოლას გარეშე არაფერი ხარ" - რა გამოხმაურება მოჰყვა გიორგი წერეთლის ახალ სიმღერასპოპულარული სიმღერების ავტორმა და შემსრულებელმა გიორგი წერეთელმა მეუღლესთან, ლოლასთან გაშორების შემდეგ პირველი სიმღერა წარუდგინა მსმენელს.

,,არ წახვიდე, როცა გულს უხარია, არ დამტოვო, როცა მოგეფერები. ამ სიმღერას შენ გიმღერი, შენი ვარ, ბედნიერი ვარ” – ზოგმა ჩათვალა, რომ ეს სიტყვები ლოლას ეკუთვნის, ზოგმა დაწერა, რომ სხვა ქალს მიუძღვნა.

,,რომ იტანჯები, შეურიგდი მერე! მარტო სიმღერა კი არ გიშველის!”, ,,ლოლას გარეშე არაფერი ხარ”, ,,რატომ მიატოვე ასეთი ერთგული ადამიანი. ეს არ გეპატიება”, ,,ლოლასთან ერთად ეს სიმღერა ბევრად უკეთესად გაიჟღერებდა”, ,,გამიხარდება თუ ლოლას ეკუთვნის ეს სიმღერა”, ,,ესეც განიცდის ლოლასთან დაშორებას, რა იცით, ხალხნო, რატომ დაშორდნენ”, ,,გიორგი მღერის, ბედნიერი ვარო, ლოლას მოთქმა-გოდება აქვს. აი, ყველა კაცი რომ ერთნაირია”, ,,ლოლას გარეშე არაფერი ხარ”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ლოლა წერეთელი ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილ ქმარზე ამბობს, რომ მისი სიყვარულით წავა ამქვეყნიდან (ინტერვიუ ლოლასთან იხილეთ ბმულზე, ახალი კლიპის ვიდეო ქვემოთ).

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019