,,ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა” – რა წერია ამერიკულ გამოცემაში

,,ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა" - რა წერია ამერიკულ გამოცემაშილოსანჯელესური ინტერნეტგამოცემა LAIST ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც სათაურად ჰქვია: ,,ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია”.

სტატიაში ხაჭაპურის წარმოშობის შესახებ მოკლედ არის გადმოცემული და წერია, რომ კერძი, რომელიც ქართულ ეროვნულ პროდუქტს წარმოადგენს, სავარაუდოდ, ინდოელმა ვაჭრებმა ჩამოიტანეს კავკასიის რეგიონში.

როგორც აღმოჩნდა, ლოს ანჯელესში ხაჭაპურს უმეტესობა სომხურ კერძად ასაღებს, თუმცა ნიუ იორკში არაერთი ქართული რესტორანია, რომელიც მომხმარებელს ზემოთხსენებული საკვების წარმოშობის სწორ ვერსიას სთავაზობს.

,,ამერიკაში, ძირითადად, აჭარულ ხაჭაპურს შეხვდებით, რომელსაც მრავალგვარად მოიხსენიებენ, მაგალითად: Ajarski, ajarian, ajaruli, adjarakah, hachapuri, egg boats, egg pizza, gondola pizza და სხვა.” – აღნიშნულია ტექსტში.

აგორანიუსი