“კარგია, რომ თამთა წავიდა საქართველოდან, მასეთებს აქ არ ახარებენ, ვუყუროთ ახლა შორიდან!”

“კარგია, რომ თამთა წავიდა საქართველოდან, მასეთებს აქ არ ახარებენ, ვუყუროთ ახლა შორიდან!”ოთო ნემსაძის გამოვარდნას “ევროვიზია 2019”-ის ნახევარფინალიდან ინტერნეტ-მომხმარებლები ეხმაურებიან. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოთოს ძალიან ეფექტური გამოსვლა ჰქონდა და მისი ფინალში ვერგადასვლა უსამართლობა იყო, მეორე ნაწილი კი საპირიპირო მოსაზრებას აფიქსირებს. ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა, სოციალურ ქსელში ეს წერილი დაწერა:

“აი, სანამ არ გამოვიდოდა, არ მინდოდა დამეწერა მძაფრად და ახლა დავწერ –

უბანძესი სიმღერა, უბანძესი “იდეა,” უბანძესი შემსრულებელი, უბანძესი მოცეკვავეები და “შავნაბადა”, უბანძესი წარდგენა, უბანძესი ვიზუალი…

არცერთი ქალი, თუნდაც ფონად…

რით ვეღარ უნდა გავიგოთ რომ ევროპას არ აინტერესებს, მეტიც, ეზიზღება ეს ქართულ-კავკასიური ვითომ ძალით იობარული იმიჯი, თან პოლიტიკური საცოდავი კონტექსტით…

მანდ ჩვენ (ხაზგასმით ჩვენ… სხვებს ნუ უყურებთ) მინიმუმ თუ არ გვინდა რომ კაი თუ არ მოვიგებთ, არ შევცხვეთ მაინც, უნდა გავაგზავნოთ ვინმე კაი ნაშა ქალი, ან რამე ძერსკი როკ-ჯგუფი… არ აინტერესებთ ქართველი კაცი, ურაპატრიოტიზმი, საშუალოსტატისტიკური თურქის ვიზუალის მამრები, აი, არ აინტერესებთ და შეეცი…

მარა კომპლექსავიკი გრუზინის, ვასიკო მაღლაფერიძის ტელევიზიისგან არცაა სხვა რამე მოსალოდნელი…

სიმღერა, “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” მარტო კაცების მიერ შესრულების იდეის ავტორებისაგან…

საღოლ, მაგრები ხართ — საქართველო – “სიმღერის ქვეყნის” კიდევ ერთხელ იმიჯის შელახვისათვის…

არადა, ასეთი კომპლექსავიკებისაგან რომ არ შედგებოდეს ჩვენი თანამედროვე კულტურა (მუსიკა, კინემატოგრაფია და ასე შემდეგ), ხო ყველა მოგებული დარჩებოდა… აი, თვითონაც ხო ზარალდებიან ამით… უტვინო რომ იქნები ერი, აი, ესაა…

საბანძეთი!

პ.ს. ვულოცავ თამთას! არც მეპარებოდა ეჭვი მის წარმატებაში… კაია რომ ასეთი კაი გოგოები მიდიან საქართველოდან, აქ მასეთებს არ ახარებენ… დავდგეთ ახლა და ვუყუროთ შორიდან…” – წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.

გეორგიანს გრ.