კახა კანდელაკის ვაჟი ნიკ ვესტზე ქორწინდება

კახა კანდელაკის ვაჟი ნიკ ვესტზე ქორწინდება,,ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, კახა კან­დე­ლა­კის ვაჟი ნიკა კან­დე­ლა­კი ქორ­წინ­დე­ბა. მისი რჩე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ელექტრო-ბა­სის­ტი ნიკ ვეს­ტია. კახა კანდელაკის ვაჟი ნიკ ვესტზე ქორწინდებაწყვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ქორ­წი­ლის რე­პე­ტი­ცი­ის” ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ნი­კამ და ნი­კიმ ერ­თმა­ნე­თი 2015 წლის ბო­ლოს, თბი­ლის­ში გა­იც­ნეს. არ­ტის­ტმა თბი­ლის­ში “ივენთ ჰოლ­ში” კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა ახა­ლი წლის ღა­მეს ,,ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის” მოწ­ვე­ვით.

ორი წლის წინ ჟურ­ნალ “OK”-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნიკი ნი­კო­ლო­ზის გაც­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და:

“პირ­ვე­ლად ნი­კოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ხვდი, როცა კუ­ლი­სებ­ში შე­მო­ვი­და ჩემ გა­საც­ნო­ბად. მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლო დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ქარ­თუ­ლი ფა­ფა­ხიც მი­ყი­და, ხინ­კა­ლიც გაგ­ვა­სინ­ჯა… ეს „მოგ­ზა­უ­რო­ბა“ ძა­ლი­ან კარ­გი იყო. ამის შემ­დეგ მთე­ლი ღამე ვსა­უბ­რობ­დით სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ნი­კუ­შას სახე არც კი და­მი­მახ­სოვ­რე­ბია.

შემ­დე­გი ჩემი ვი­ზი­ტი­სას ბა­თუმ­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და მახ­სოვს, მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­მიყ­ვან­და ცოლად… მე­ო­რე დღეს, როცა მივფრი­ნავ­დი, ნი­კუ­შამ ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია და გა­დავ­წყვი­ტე, რომ პა­ე­მან­ზე დავ­თან­ხმე­ბო­დი”.

რო­გორც ნი­კუ­შა მა­შინ ჟურ­ნალ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობ­და: ,,ამ გო­გომ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. ბევრ ისეთ რა­მეს ვა­კე­თებთ ერ­თად, რაც სხვას სი­გი­ჟე მო­ეჩ­ვე­ნე­ბო­და. სა­ერ­თოც ბევ­რი გვაქვს – ორი­ვეს გვიყ­ვარს სპორ­ტი და ერ­თად ვვარ­ჯი­შობთ. მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბაც ერ­თნა­ი­რი გვაქვს და ხში­რად დავ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტზე. ნი­კიმ ჩემი ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და”.

ამბები.ჯი

კახა კანდელაკის ვაჟი ნიკ ვესტზე ქორწინდება